საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

მედია და საზოგადოება 11 ივნისი 2025
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარდგენილ გიორგი გაბიტაშვილს მოუსმინეს.

გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა, საქართველოს კონსტიტუციის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტისა და პარლამენტის რეგლამენტის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „შ“ ქვეპუნქტისა და 2045 მუხლის შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა წარადგინა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ კომიტეტის წევრებს გიორგი გაბიტაშვილის ბიოგრაფია გააცნო.

„გიორგი გაბიტაშვილს რიგითი სტაჟიორიდან გენერალურ პროკურორამდე ყველა პოზიცია აქვს გავლილი, ნიჭიერი ადამიანია და დარწმუნებული ვარ, აუდიტის სამსახურშიც მისი საქმიანობა წარმატებული იქნება“,- განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, აუდიტის სამსახური და გენერალური პროკურატურა სტრუქტურულად განსხვავებულია, თუმცა აუდიტის სამსახურში რეკომენდაციები გაიცემა, გენერალურ პროკურატურაში კი ძირითადად სისხლის სამართლის საქმეებია, მაგრამ ორივეს სჭირდება საქმის მოკვლევა, შესწავლა, შემოწმება და განხილვა.

კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბიტაშვილს წარმატებები უსურვა, ხოლო ყოფილ გენერალურ აუდიტორს ცოტნე ყავლაშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

სხდომაზე გიორგი გაბიტაშვილმა სამომავლო გეგმებზე და აუდიტის სამსახურის სტრატეგიულ ხედვებზე ისაუბრა. მან პარლამენტის თავმჯდომარეს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ვაცნობიერებ გენერალური აუდიტორის როლს, რომელიც პოლიტიკური გავლენებისგან დამოუკიდებლად მოქმედებს და ეს თანამდებობა სიმბოლური არ არის. ჩემი კანდიდატურის დამტკიცების შემთხვევაში, ვიზრუნებ სამსახურის ინსტიტუციურ განვითარებაზე და ვალდებულებას ავიღებ დავიცვა, კიდევ უფრო გავაძლიერო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ძირითადი პრინციპები - ობიექტურობა, დამოუკიდებლობა, საჯაროობა და პროფესიონალიზმი“, - განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა.

მან კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხა.

კომიტეტმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარმოდგენილ გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირა მხარი. კომიტეტის წევრების გადაწყვეტილებით, გიორგი გაბიტაშვილის არჩევის საკითხი, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მოსმენის და განხილვის გარეშე წარიმართება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების პროექტი განიხილა
17 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების პროექტი განიხილა

მსგავსი

ირაკლი შატაკიშვილი რუსთავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროექტის - „მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“ მონაწილეებს შეხვდა
17 ივნისი 2026

ირაკლი შატაკიშვილი რუსთავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროექტის - „მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“ მონაწილეებს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის, მათ შორის, სოციალურ უფლებათა უზრუნველყოფის ღონისძიებების 2025 წლის შესრულების ანგარიში“ განიხილა

შალვა პაპუაშვილმა ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
17 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

შალვა პაპუაშვილი საქართველოში UNICEF-ის ახალ წარმომადგენელს შეხვდა
17 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი საქართველოში UNICEF-ის ახალ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R