საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციამ საუდის არაბეთის პარლამენტში შეხვედრები გამართა

მეგობრობის ჯგუფები 04 ნოემბერი 2025
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციამ საუდის არაბეთის პარლამენტში შეხვედრები გამართა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, კომიტეტის დელეგაციასთან ერთად, საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის მიწვევით, ოფიციალური ვიზიტით ერ-რიადში იმყოფება.


ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები საუდის არაბეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ალი ალ-აქლასთან და კომიტეტის წევრებთან, ასევე საუდის არაბეთის პარლამენტში საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან და წევრებთან.


შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე. მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის პოლიტიკური ურთიერთობები მაღალ დონეზეა, თუმცა ხაზი გაუსვეს სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროებას.


ქართულმა მხარემ საუდის არაბეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებაზე, სამხრეთ კავკასიაში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე და ასევე, იმ ეკონომიკურ პროგრესზე, რომელსაც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია.


საუდის არაბეთის პარლამენტის წევრებმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე, საუდის არაბეთის ხელისუფლების მიერ დაგეგმილ რეფორმებსა და 2030 წლის ხედვაზე ისაუბრეს. შეხვედრისას საინფორმაციო ტექნოლოგიების, განახლებადი ენერგიებისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობის სფეროებში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.


საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის წევრებმა საუდის არაბეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები საპასუხო ვიზიტით საქართველოში მოიწვიეს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციას კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი, საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ვახტანგ თურნავა , სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე და საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი ვიქტორ სანიკიძე.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 ივნისი 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R