საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით რუმინეთს ეწვია

მედია და საზოგადოება 20 მარტი 2025
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით რუმინეთს ეწვია

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში იმყოფებიან.


დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს რუმინეთის სენატის თავმჯდომარე მირჩა აბრუდეანთან და დეპუტატთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებთან.


შეხვედრებზე საუბრის ძირითად თემებს წარმოადგენდა რუმინეთსა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა. ხაზი გაესვა, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი ხელს შეუწყობს საპარლამენტო თანამშრომლობის განვითარებას.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და რუმინეთში არსებული შიდა პოლიტიკური ვითარება, მათ შორის საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები და რუმინეთში ჩატარებული და შემდგომ გაუქმებული საპრეზიდენტო არჩევნები.


განხილვის თემას ასევე წარმოადგენდა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის უკრაინის საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებები და მათი გავლენა როგორც საქართველოს, ასევე რუმინეთის უსაფრთხოებაზე.

„შეხვედრებზე მიმოვიხილეთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, ევროკავშირის გაფართოება და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. რუმინელი პარლამენტარების მხრიდან, კიდევ ერთხელ გამოითქვა უპირობო მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ. ჩვენმა კოლეგებმა აღნიშნეს, რომ რეალისტურია 2030 წლისთვის საქართველომ შეძლოს ყველა იმ რეფორმის განხორციელება, რომელსაც ევროკავშირის წევრობა მოითხოვს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
|

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა ასევე გაიმართა ეკონომიკის, დიგიტალიზაციის, მეწარმეობისა და ტურიზმის სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან დანიელა ნიკოლესკუსთან.

შეხვედრაზე განიხილეს სტრატეგიული პროექტები, მათ შორის წყალქვეშა კაბელის პროექტი შავ ზღვაში, რომელიც აკავშირებს საქართველოს და რუმინეთს და ასევე შუა დერეფნის განვითარება და მისი პოტენციალის სრული ათვისების საკითხი.


მხარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ შუა დერეფნის პროექტთან დაკავშირებით საქართველო და რუმინეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყნები არიან და ორივე ქვეყანას აქვს ინტერესი, რომ დერეფანი საბოლოოდ იყოს ამოქმედებული, რომელიც დააკავშირებს ევროპას და აზიას კიდევ ერთი სავაჭრო დერეფნით.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტმა „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
23 ივნისი 2026

პარლამენტმა „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

მსგავსი

პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
23 ივნისი 2026

პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა
23 ივნისი 2026

პარლამენტმა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა

პარლამენტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
23 ივნისი 2026

პარლამენტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
23 ივნისი 2026

პარლამენტმა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R