საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციების 2023 წლის ანგარიშები მოისმინა

მედია და საზოგადოება 27 მაისი 2024
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციების 2023 წლის ანგარიშები მოისმინა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეაში (EuroNest Parliamentary Assembly) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს, რომელიც დელეგაციის ხელმძღვანელმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა წარადგინა.

 

მაკა ბოჭორიშვილმა კომიტეტის წევრებს გააცნო დელეგაციის მიერ 2023 წლის განმავლობაში, მოლდოვაში, კიშინიოვში გამართულ საპარლამენტო ასამბლეის რიგით 10-ე პლენარულ სესიასა და ბრიუსელში გამართულ კომიტეტების სხდომების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა.

 

„სესიასა და კომიტეტის სხდომებზე ჩვენთვის მთავარი საკითხი იყო, კანდიდატის სტატუსის მიღების თემის ლობირება. ასამბლეის მიერ მიღებული იქნა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას დელეგაციების მიერ ინიცირებული ერთობლივი საგანგებო რეზოლუცია, სადაც დაფიქსირებული იყო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერა. პოლიტიკური კომიტეტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ასევე აისახა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი“, - განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა.

 

მაკა ბოჭორიშვილის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია აქტიურად მონაწილეობდა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების მუშაობაში.

 

„კომიტეტების სხდომების ფარგლებში განხილული იყო რეზოლუციების პროექტები, რომლებიც 2024 წლის ევრონესტის სესიაზე განსახილველად მომზადდა. პოლიტიკური კომიტეტის ფარგლებში განხილულ რეზოლუციაში საუბარი იყო როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე, ასევე, ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. სოციალური კომიტეტის ფარგლებში მიღებულ რეზოლუციაში საქართველოს უკრაინისადმი მხარდაჭერის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა აისახა. ჩვენ შევეცადეთ, რომ იქ სადაც შესაძლებელი იყო საქართველოს პოზიციების დაფიქსირება, რეზოლუციებში საქართველოს ინტერესები მაქსიმალურად ყოფილიყო ასახული“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

კომიტეტის სხდომაზე მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის (EU-Georgia Parliamentary Association Commitee) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2023 წლის ანგარიშიც წარადგინა. როგორც დელეგაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, 2023 წლის 8 ივნისს, ბრიუსელში გამართულ შეხვედრაში საქართველოს დელეგაცია სოლიდური შემადგენლობით, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლობით მონაწილეობდა.

 

„ამ ფორმატში ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა საქართველოს და ევროპარლამენტის დელეგაციებმა ერთობლივად განვახორციელოთ საპარლამენტო კონტროლი ევროკომისიისა და საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების საქმიანობაზე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასა და ზოგადად საქართველოსთვის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, კომიტეტის სხდომის ფარგლებში მსჯელობა გაიმართა ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების მიმდინარეობაზე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების საკითხებზე, სექტორულ თანამშრომლობაზე, ენერგეტიკული უსაფრთხოებაზე, ადამიანის უფლებებზე, კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების საკითხზე და ა.შ.

 

„ევროპარლამენტში გამართულ სხდომაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი დებატები წარიმართა, რომელიც პირდაპირი ეთერითაც გადაიცემოდა და ქართულ საზოგადოებასაც ჰქონდა შესაძლებლობა თვალი ედევნებინა ამ დებატებისთვის. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა ევროპული მხარის წარმომადგენლების მიერ დასმული კითხვებისთვის გვეპასუხა და მიგვეწოდებინა ინფორმაცია 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობაზე“, - განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესში“ ცვლილებები შევიდა, რომელიც ევროპარლამენტში მედიის წარმომადგენლებისთვის დადგენილი წესების მაგალითზე შემუშავდა
08 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესში“ ცვლილებები შევიდა, რომელიც ევროპარლამენტში მედიის წარმომადგენლებისთვის დადგენილი წესების მაგალითზე შემუშავდა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით წარადგინა
08 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით წარადგინა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა რატიფიცირებისთვის წარდგენილ სასესხო შეთანხმებაში ცვლილებას მხარი დაუჭირა
08 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა რატიფიცირებისთვის წარდგენილ სასესხო შეთანხმებაში ცვლილებას მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2027 წლის საბიუჯეტო განაცხადის პროექტს, ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და მუშაკთა ზღვრული ოდენობის შესახებ, მხარი დაუჭირა
08 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2027 წლის საბიუჯეტო განაცხადის პროექტს, ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და მუშაკთა ზღვრული ოდენობის შესახებ, მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის ბიურომ 9-12 ივნისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა
08 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის ბიურომ 9-12 ივნისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R