საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს 2025 წლის ეროვნული ანგარიშის განხილვის შედეგად საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციები განიხილა

მედია და საზოგადოება 15 ივნისი 2026
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს 2025 წლის ეროვნული ანგარიშის განხილვის შედეგად საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციები განიხილა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს 2025 წლის ეროვნული ანგარიშის განხილვის შედეგად საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციები“  გააცნო.

 

მისი ინფორმაციით, ჟენევაში საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვისას, (რომელიც 2021-2025 წლებს მოიცავდა) საქართველოს დელეგაციამ ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების შესახებ ინფორმაცია წარადგინა.

 

ეროვნული ანგარიში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით, ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების მონაწილეობით მომზადდა.

საქართველოს შესახებ ანგარიშის განხილვაში, სადაც გაერო-ს 106-მა წევრმა სახელმწიფომ მიიღო მონაწილეობა, სესიის ფარგლებში, ქვეყნის მიმართ 307 რეკომენდაცია გაიცა.

 

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საქართველომ მხარი დაუჭირა 160-მდე რეკომენდაციას.

მათ შორის არის რეკომენდაციები: ადამიანის უფლებათა ჩარჩოს გაძლიერების შესახებ; ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მექანიზმების წვდომის მიზნით საერთაშორისო ძალისხმევის მობილიზებისა და აღნიშნული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო დაბრუნების მიზნით საერთაშორისო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობის გაძლიერების თაობაზე; ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის ეფექტიანი და კოორდინირებული შესრულების შესახებ; რასიზმის, ქსენოფობიისა და სიძულვილის ენის პრევენციისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ძალისხმევის თაობაზე; სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების განათლებისა და მომზადების გაძლიერების შესახებ; ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის თაობაზე და ა.შ.

 

ხათუნა თოთლაძის ინფორმაციით, საქართველო მხარს არ უჭერს მთელ რიგ რეკომენდაციებს, რაც ცხრილში დასაბუთებით არის ასახული.

 

მისივე თქმით, ხშირ შემთხვევაში, ანგარიშში წარმოდგენილი არის ისეთი რეკომენდაციები, რომელიც საქართველოს უკვე შესრულებული აქვს, შესაბამისად, აღნიშნულ რეკომენდაციებსაც საქართველო მხარს არ უჭერს.

 

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რეკომენდაციების ცხრილი შესაბამისი პოზიციებითა და დასაბუთებით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ინგლისურ ენაზე ითარგმნება და გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს ოფიციალურად წარედგინება.

 

საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვასთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიშის მიღება  გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 62-ე სესიის ფარგლებში, 2026 წლის ივნის-ივლისში მოხდება.

 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტებიც განიხილეს.

 

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს „2022 წლის 15 ნოემბრის „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო რესურსის ჩარჩო შეთანხმების“ N1 ცვლილება“ გააცნო, რომელიც ითვალისწინებს ჩარჩო შეთანხმების ვადის გახანგრძლივებას 9 თვით.

 

ადამიანური კაპიტალის განვითარების პროგრამის დასაფინანსებლად, საფრანგეთის განვითარების სააგენტომ საქართველოსთვის 100 მლნ. ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი გამოყო.


პირველი ტრანშის ფარგლებში საქართველოსთვის ხელმისაწვდომი იყო 50 მლნ. ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი. ამ ეტაპისთვის საფრანგეთის განვითარების სააგენტო მზადაა გაააქტიუროს მეორე ტრანში კიდევ 50 მლნ. ევროს ოდენობით.

 

კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ოქმი განიხილეს, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ წარადგინა.

 

ოქმს ხელი მოეწერა 2026 წლის 22 აპრილს. იგი წარმოადგენს 2017 წლის 13 მაისის შეთანხმების განახლებას.


მისი მიზანია შეთანხმებაში არსებული გარკვეული ზოგადი დებულებების კონკრეტიზაცია და ახალი მიმართულებების დამატება.


​შეთანხმების განახლება ხელს შეუწყობს ორმხრივი ინვესტიციების მოზიდვას, საგარეო ვაჭრობის პროცედურების გამარტივებას, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომების ჩამოყალიბებას, ელექტრონული კომერციით გზით ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებას და ა.შ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ტერიტორიაზე ზეთისხილის ბაღის გაშენების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
15 ივნისი 2026

მაია ბითაძემ თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ტერიტორიაზე ზეთისხილის ბაღის გაშენების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

გიორგი ვოლსკი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა
15 ივნისი 2026

გიორგი ვოლსკი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა

ირაკლი შატაკიშვილი რუსთავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროექტის, ,,მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“ მონაწილეებს შეხვდა
15 ივნისი 2026

ირაკლი შატაკიშვილი რუსთავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროექტის, ,,მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“ მონაწილეებს შეხვდა

დავით მათიკაშვილი ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
15 ივნისი 2026

დავით მათიკაშვილი ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

შოთა ბერეკაშვილმა ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
15 ივნისი 2026

შოთა ბერეკაშვილმა ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R