საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მოუსმინა

მედია და საზოგადოება 08 დეკემბერი 2025
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მოუსმინა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს, აჰმედ ალნუაიმის მოუსმინეს.


დიპლომატმა არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა.


მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველო-არაბთა გაერთიანებული საამიროების ორმხრივი პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების მზარდ დინამიკაზე, მათ შორის ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ვაჭრობის ხელშეწყობასა და ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებზე.


„დღეს საქართველო გაერთიანებული საამიროებისთვის არის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული პარტნიორი რეგიონში. ჩვენი ქვეყანა ხელს უწყობს საქართველოს თავისი ინფრასტრუქტურის, დაკავშირებადობის და ეკონომიკური შესაძლებლობების გამოყენებაში. ჩვენი ჩართულობა შუა დერეფანში, ხაზს კიდევ უფრო უსვამს ჩვენს შეხედულებას საქართველოს როლზე“, - განაცხადა აჰმედ ალნუაიმიმ.


მისი შეფასებით, საქართველოში გაერთიანებული საამიროების ინვესტიციები წარმოადგენს კიდევ ერთ ძალიან კარგ მაგალითს, რომელიც საკუთარი ქვეყნის გრძელვადიან ხედვას გამოხატავს.


ელჩის თქმით, ორმხრივმა ვაჭრობამ ისტორიულ ნიშნულს მიაღწია, თუმცა, არსებობს უფრო მეტი პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობა.


​მისი განცხადებით, გაერთიანებული საამიროები გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ექსპორტის განსავითარებლად და კერძო სექტორთან ურთიერთობის გასაღრმავებლად.


დიპლომატმა ტრანსპორტის და ურთიერთდაკავშირებადობის გაუმჯობესებაზეც ისაუბრა.


ყურადღება გაამახვილა მდგრადი და განახლებადი ენერგიების განვითარების შესაძლებლობებზე.


განათლების მიმართულებით თანამშრომლობაზე საუბრისას, ელჩმა აღნიშნა, რომ ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფო უნივერსიტეტში ისწავლონ.


მან ასევე ისაუბრა ორ ქვეყანას შორის ტურიზმის განვითარების შესაძლებლობებზე.


„გაერთიანებული საამიროების და საქართველოს პარტნიორობა ერთნაირ ღირებულებებს და მომავლის მსგავს ხედვას ეფუძნება. მინდა მადლიერება გამოვხატო თქვენი მუდმივი ძალისხმევისთვის, რომ გაძლიერდეს ორმხრივი ურთიერთობა ქვეყნებს შორის. ჩვენ გაზიარებული გვაქვს ვალდებულება, რომ გავაუმჯობესოთ ურთიერთთანამშრომლობა, რომელიც ორივე ქვეყნის მოქალაქეებს სარგებელს მოუტანს“, - აღნიშნა არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა.


დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხების მოსმენა, ტრადიციულად დახურულ კარს მიღმა წარიმართა.


„საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ურთიერთობები უფრო და უფრო ღრმავდება. ჩვენ საკმაოდ კარგი პოლიტიკური ურთიერთობები გვაკავშირებს, რაც ასევე განსაზღვრავს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ თანამშრომლობასაც. შეხვედრისას ვისაუბრეთ სავაჭრო კავშირების კიდევ უფრო მეტად გაძლიერების აუცილებლობაზე. ასევე, აქცენტი გაკეთდა კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროებში ურთიერთობების განვითარებაზე. მნიშვნელოვანია, რომ ელჩმა საქართველოს მიმართ კეთილგანწყობა და საკუთარი ქვეყნის პოზიცია კიდევ ერთხელ, საჯაროდ უკვე პარლამენტში გამართულ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გამოხატა“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 ივნისი 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R