საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საგაზაფხულო სესიის ბოლო კვირაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის წინაშე სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებით წარდგება

მედია და საზოგადოება 07 ივნისი 2021
საგაზაფხულო სესიის ბოლო კვირაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის წინაშე სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებით წარდგება

ბიუროს გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის წინაშე სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებით საგაზაფხულო სესიის ბოლო კვირაში წარდგება.

 

მოხსენება პარლამენტს, რეგლამენტის შესაბამისად, წერილობითი ფორმით წარედგინა.

 

„სამთავრობო პროგრამაში წარმოდგენილი ხედვისა და რეფორმების დღის წესრიგის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა განაგრძობს მუშაობას ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების გამყარების, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, სწრაფი ეკონომიკური ზრდისა და სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის“, - ნათქვამია დოკუმენტში.

 

მოხსენებაში საუბარია პანდემიით გამოწვეული სიტუაციის მიუხედავად ქვეყნის პროგრესზე სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული 4 საკვანძო მიმართულებით: საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები; ეკონომიკური განვითარება; სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება; სახელმწიფო მმართველობა.

 

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პრემიერ-მინისტრის მოხსენების დასრულების შემდეგ მოხსენების განხილვა კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის პროცედურის შესაბამისად გაგრძელდება.

 

როგორც ბიუროს სხდომაზე აღინიშნა, მიმდინარე კვირის ბოლოს, პარასკევს დეპუტატები მინისტრის საათის ფორმატში ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს მოუსმენენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 ივნისი 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R