საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ერევანში ორმხრივი შეხვედრები გამართა

მედია და საზოგადოება 23 თებერვალი 2022
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ერევანში ორმხრივი შეხვედრები გამართა

ერევანში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროსა და კომიტეტების სხდომები გაიმართა, რომელშიც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით, მონაწილეობდა.

ვიზიტის ფარგლებში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტები მაკა ბოჭორიშვილი და ანდრიუს კუბილიუსი სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს შეხვდნენ.

შეხვედრებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები და რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე.

შეხვედრებისას, საუბარი ასევე შეეხო სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესებს და ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა სტაბილურობის უზრუნველყოფის აუცილებლობას.

მაკა ბოჭორიშვილმა მზადყოფნა გამოთქვა სხვადასხვა მიმართულებით, აქტიურად იმუშაონ სომხეთთან თანამშრომლობის გასაღრმავებლად, ხაზი გაუსვა გრძელვადიანი სტაბილურობის მნიშვნელობას მისი შემდგომი განვითარების მიზნით და ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა ლევან ქარუმიძემ ასამბლეის ბიუროს სხვა წევრებთან ერთად, შეხვედრა გამართა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ჰაკობ არშაკიანთან, სადაც ყურადღება გამახვილდა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე. შეხვედრის თემას ასევე წარმოადგენდა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო
25 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R