საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეათე ყოველწლიურ სესიაში მიიღებს მონაწილეობას

მედია და საზოგადოება 18 თებერვალი 2023
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეათე ყოველწლიურ სესიაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით, 19-21 თებერვალს მონაწილეობას მიიღებს ქ. კიშინიოვში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეათე ყოველწლიურ სესიაში.


სესიის ფარგლებში, 19 თებერვალს, ასამბლეის საკომიტეტო მოსმენები გაიმართება, რომლებზეც თითოეული კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში მომზადებულ რეზოლუციებს განიხილავს და მიიღებს.


აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტის მიერ მომზადებული რეზოლუციის: „მწვანე ენერგიაზე გადასვლა, როგორც პასუხი აღმოსავლეთ პარტნიორობის ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმდინარე გამოწვევებზე, რუსეთის აგრესიისა და საოკუპაციო ომის კონტექსტში“ თანაავტორია ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი მაია ბითაძე.


20 თებერვალს, დაგეგმილია პლენარული სესიის ოფიციალური გახსნა. რის შემდეგაც გაიმართება დებატები თემაზე: „აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მომავალი, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შემდეგ. ახალი რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტი, გამოწვევები და შესაძლებლობები“.


ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობას მიიღებენ მაკა ბოჭორიშვილი, მიხეილ სარჯველაძე, მაია ბითაძე, ლევან ქარუმიძე, გიორგი ხელაშვილი და გიორგი ვაშაძე.


საპარლამენტო ასამბლეა შედგება ოთხი მუდმივმოქმედი პოლიტიკურ საკითხთა, ენერგეტიკული უსაფრთხოების, ეკონომიკური ინტეგრაციისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტებისგან.


ასამბლეა ხელს უწყობს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებს შორის პოლიტიკური კავშირების განვითარებას და ევროკავშირში ეკონომიკურ ინტეგრაციას.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო
25 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R