საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საქართველოს პარლამენტის სასახლეში 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

თავმჯდომარე 23 თებერვალი 2025
საქართველოს პარლამენტის სასახლეში 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს პარლამენტის სასახლეში 1921 წლის 23 თებერვალს, რუსეთის არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნა.


საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ ქართველ იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა  და თბილისის მერმა, კახა კალაძემ პარლამენტის სასახლის შიდა ეზოში არსებული იუნკერთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.


„დღეს აღვნიშნავთ იუნკერების ხსოვნის დღეს. ეს დღე ჩვენ გვახსენებს, თუ რამდენად რთულია  გარემო, სადაც საქართველო ისტორიულად ვითარდებოდა.  ჩვენთვის ახალი არ არის საფრთხეები, რომელიც ამ რეგიონში არის და 1921 წელსაც ეს საფრთხეები რეალიზდა იმ მხრივ, რომ მოხდა ჩვენი ქვეყნის გასაბჭოება.  მოხდა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დაპყრობა , არამედ, ჩვენი მოსახლეობის გონების დაპყრობაც  საბჭოთა იდეოლოგიით", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.


როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მუდმივად უწევდა საფრთხეებთან გამკლავება და ეს საფრთხეები ახლაც არსებობს. 


„ეს დღე ჩვენ კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ქართველები ყოველთვის ფხიზლად უნდა ვიყოთ იმ საფრთხეების მიმართ, რომელიც ბუნებრივად, ყოველთვის არსებობს ქვეყნისთვის, რომელსაც სურს დამოუკიდებლობა არა მხოლოდ იმ მხრივ, რომ ჰქონდეს საკუთარი საზღვარი, ჰქონდეს საკუთარი ჰიმნი და დროშა,  არამედ, თავად განსაზღვროს საკუთარი საზოგადოების განვითარება. ეს საფრთხეები დღესაც არსებობს. საფრთხეები იმის, რომ დაიპყრონ ჩვენი საზოგადოების გონება და  აურიონ  სხვადასხვა გამოგონილი იდეოლოგიით, გაახედონ სხვა დროშისკენ, ამღერონ სხვა ჰიმნი და სხვა ქვეყნების თუ პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებით ატარონ და არა საკუთარი ქვეყნის ინტერესებით. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ დღეს  ჩვენი იუნკერების და მათი გმირობის გახსენება. ჩვენ, ყველამ, ასევე უნდა  გავიაზროთ,  თუ რაში მდგომარეობდა ეს გმირობა," - განაცხადა შალვა პაპუშვილმა.


საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები პარლამენტის სასახლის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრნენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო
25 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R