საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ტაბატაძემ პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა

მედია და საზოგადოება 31 მაისი 2025
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ტაბატაძემ პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა

„დღეს პოლიციელის დღეა და მინდა ჩვენს პოლიციელებს, ოფიცრებს, რიგითებს, ყველას, ვინც ღირსეულად ატარებს პოლიციელის მუნდირს მივულოცო პროფესიული დღე. ჩვენი პოლიციელები იცავენ მართლწესრიგს, ქვეყნის საზღვარს, ისინი უზრუნველყოფენ მშვიდობასა და უსაფრთხოებას საოკუპაციო საზღვრის გასწვრივ, იცავენ სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურას, უმნიშვნელოვანესი და დასაფასებელია მეხანძრე-მაშველების საქმიანობა. ჩვენი პოლიციელების ძალისხმევაზე და თავდადებაზე დგას ქვეყნისა და მოქალაქეების უსაფრთხოება, მშვიდობა და სტაბილურობა.

ქართული პოლიცია დაკომპლექტებულია პროფესიონალი და ღირსეული თანამშრომლებით, იგი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, აქვს გამართული ინფრასტრუქტურა, საკანონმდებლო ბაზა და ანალიტიკური სისტემა.

მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს მათი საქმიანობისთვის და თავდადებისთვის. ასევე, მადლობას ვუხდი მათი ოჯახის თითოეულ წევრს. აქვე მსურს გავიხსენო და პატივი მივაგო სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი პოლიციელების ხსოვნას. ქედს ვიხრი მათი და მათი ოჯახის წევრების წინაშე.

ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა და თანადგომა, ამიტომ ჩემი და მთელი კომიტეტის სახელით, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ მათ, ვუსურვებ წარმატებას და ვდგავარ მათ გვერდით.

მინდა აქვე, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ ხელმძღვანელს, ბატონ ვახტანგ გომელაურს გაწეული საქმიანობისთვის და წარმატება ვუსურვო ახალ მინისტრს, ბატონ გელა გელაძეს ამ მეტად საპასუხისმგებლო პოზიციაზე“, - აღნიშნა ალექსანდრე ტაბატაძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R