საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საპარლამენტო ოპოზიციის წევრები ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდნენ

მედია და საზოგადოება 16 ნოემბერი 2023
საპარლამენტო ოპოზიციის წევრები ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდნენ

საპარლამენტო ოპოზიციის წევრები საქართველოში ვიზიტით მყოფ ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდნენ.

 

შეხვედრაზე ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესში გადადგმულ ნაბიჯებსა და გატარებულ რეფორმებზე ისაუბრეს.

 

„ვენეციის კომისიას აინტერესებდა ოპოზიციის მოსაზრებები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც აქტუალური და მნიშვნელოვანია 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების ნაწილში. სასამართლო რეფორმასთან, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებით ჰქონდათ კითხვები“, - განაცხადა ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან ბეჟაშვილმა.

 

მხარეებმა ასევე განიხილეს საარჩევნო კანონმდებლობასა და ანტიკორუფციული ბიუროს შექმნასთან დაკავშირებული საკითხები.

 

„ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო „საარჩევნო კოდექსი“ და მასში ბოლო პერიოდში ხშირად განხორციელებული სხვადასხვა ცვლილება. ვისაუბრეთ ასევე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაყოფაზე. მათი ვიზიტის მიზანია მაქსიმალურად მიიღონ ინფორმაცია როგორც ოპოზიციიდან ასევე ხელისუფლებიდან და ამის მიხედვით გააკეთონ კონკრეტული დასკვნები“, - განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ.

 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში არჩევნების ელექტრონული სისტემით ჩატარებაზე და ანტიკორუფციული ბიუროს კანონმდებლობაზე.

 

„ჩვენი მხრიდან ხაზგასმული იყო, რომ საქართველოში თავისუფალი არჩევნების ჩატარება იქნება ყველაზე მაღალი ხარისხის შეფასების ფაქტორი კანდიდატის სტატუსის მინიჭების კონტექსტში და შემდეგ უკვე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. 15-16 დეკემბერს იქნება ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა, რომელიც შეეხება საარჩევნო ცვლილებებს, ანტიკორუფციული ბიუროს შექმნას, იმ ცვლილებებს, რომელიც განხორციელდა პარლამენტის რეგლამენტში და ზოგადად მთელ კონტექსტს, რომელიც უკავშირდება თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას“, - განაცხადა „ევროოპტიმისტების“ წევრმა ხატია დეკანოიძემ.

 

ვენეციის კომისიის დელეგაციასთან შეხვედრას ესწრებოდნენ: ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ბეჟაშვილი, პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია, „ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“ თავმჯდომარე ნიკა მაჭუტაძე, „ევროოპტიმისტების“ წევრი ხატია დეკანოიძე, და „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
10 ივნისი 2026

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტ ელჩს შეხვდა
10 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტ ელჩს შეხვდა

ზვიად შალამბერიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა
10 ივნისი 2026

ზვიად შალამბერიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა

ანტონ ობოლაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის იოკიმე ბალახაშვილის სახელობის უდის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
10 ივნისი 2026

ანტონ ობოლაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის იოკიმე ბალახაშვილის სახელობის უდის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
10 ივნისი 2026

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R