საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სამთო მომზადების სკოლას ესტუმრნენ

საპარლამენტო უმრავლესობა 27 აპრილი 2023
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სამთო მომზადების სკოლას ესტუმრნენ

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, საჩხერეში, ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლას ესტუმრნენ. დეპუტატებმა სკოლის ტერიტორიაზე არსებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების მემორიალი გვირგვინთ შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.


სამთო მომზადების სკოლის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ივანე ცხადაძემ პარლამენტის წევრებს სკოლის მისიასა და ამოცანებზე ინფორმაცია მიაწოდა და სასწავლო პროგრამებზე, სამთო აღჭურვილობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.


პარლამენტის წევრებმა სკოლის სამთო მომზადების პროცესი, სპეციალურად შედგენილი სასწავლო პროგრამები და საჩვენებელი სწავლების ელემენტები დადებითად შეაფასეს.


„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გვენახა სკოლის ინფრასტრუქტურა, დაგვეთვალიერებინა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და გავსაუბრებოდით სამხედრო მოსამსახურეებს. უნდა აღინიშნოს, რომ დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიმყოფებით, რაც ვნახეთ და გავეცანით. სკოლა უნიკალური და ერთ-ერთი სამაგალითოა მთელ მსოფლიოში. გარდა იმისა, რომ სკოლა ჩვენი თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებს ამზადებს, ასევე აქვს ნატო-ს პროგრამა - „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ აკრედიტაცია და მის ფარგლებში მომზადებას გადიან ნატო-ს წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების სამხედრო მოსამსახურეები. საქართველოს სპეციფიკის და თავდაცვის ძალების გათვალისწინებით, სკოლის საქმიანობას და მის პროგრამებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. კანონმდებლების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება იქნება დათმობილი, რომ ჯარს ჰქონდეს მაქსიმალური მხარდაჭერა და რაც შეიძლება მეტი რესურსი იყოს მიმართული ქართულ თავდაცვაში“, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ. 


პარლამენტის წევრები და თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, სამთო მომზადების სკოლაში, საჩვენებელ სწავლებებს დაესწრნენ და სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ისადილეს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 ივნისი 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R