საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა რუსუდან თევზაძისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა

მედია და საზოგადოება 17 ნოემბერი 2025
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა რუსუდან თევზაძისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის წევრის რუსუდან თევზაძის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა. კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, რუსუდან თევზაძემ მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პარლამენტს პირადი განცხადებით მიმართა.

 

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს რუსუდან თევზაძისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას. კომიტეტის შესაბამისი დასკვნა პარლამენტის ბიუროს გადაეცემა, რომელიც საკითხს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეიტანს.

 

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ასევე განიხილა საქართველოს პარლამენტში წარდგენილ პეტიციაზე მხარდამჭერთა ხელმოწერების ნამდვილობის შესწავლის საკითხი. პეტიცია წარდგენილი იყო ორგანიზაციის „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“ თავმჯდომარე ზაქრო გვიშიანის მიერ და ის საქართველოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტებისათვის მედიკამენტების დაფინანსებას შეეხება.

 

როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, კომიტეტმა საკითხის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ ნამდვილი ხელმოწერების რაოდენობა 300 პირის ხელმოწერას არ აღემატება. შესაბამისად, კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო პეტიციის ავტორს უარი ეთქვას მის განხილვაზე.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილმა ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
17 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი საქართველოში UNICEF-ის ახალ წარმომადგენელს შეხვდა
17 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი საქართველოში UNICEF-ის ახალ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროში
16 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროში

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ლუქსემბურგის პარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განიხილა
16 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ლუქსემბურგის პარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განიხილა

შალვა პაპუაშვილი სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
16 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R