საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია აგრძელებს სასურსათო პროდუქციის ფასწარმოქმნის ჯაჭვისა და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვას

მედია და საზოგადოება 25 Feb 2026
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია აგრძელებს სასურსათო პროდუქციის ფასწარმოქმნის ჯაჭვისა და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვას

ადგილობრივ მწარმოებლებთან შეხვედრების შემდეგ, კომისიის სხდომაზე სწრაფბრუნვადი სამომხმარებლო პროდუქციის სექტორში მოქმედ სადისტრიბუციო და იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს მოუსმინეს.


სხდომის დასაწყისში კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა, წინა სხდომებზე, ადგილობრივ მწარმოებლებთან გამართული შეხვედრების ფარგლებში გამოვლენილ ძირითად პრობლემებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, სასურსათო და პირველადი მოხმარების პროდუქციის ფასწარმოქმნაში სამი ძირითადი რგოლი მონაწილეობს: ადგილობრივი მწარმოებლები, დისტრიბუტორები და იმპორტიორები და ორგანიზებული და არაორგანიზებული საცალო ვაჭრობა. ამ ეტაპზე კომისია მეორე რგოლის წარმომადგენლების მოსმენას იწყებს.


„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, დისტრიბუციის ეტაპზე ფასნამატი მნიშვნელოვნად მაღალია. გვაინტერესებს, რა ბიზნესპროცესები და რა ხარჯები განაპირობებს ასეთ შედეგს. ჩვენი მიზანია, პრობლემები სწორად დავინახოთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც ხელს შეუწყობს კონკურენტუნარიანობის ზრდას და საბოლოოდ უზრუნველყოფს, რომ მომხმარებელმა საუკეთესო პროდუქტი საუკეთესო ფასად მიიღოს“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.


სხდომაზე შპს-ების: „დაფნა“, „მზიური“, „ბიდი კომპანი“, „დიპლომატ ჰოლდინგი“, „ალფა“ და „გემრიელი“ წარმომადგენლებმა იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს, რაც მათი პროდუქციის სავაჭრო ქსელში განთავსებას და ქსელურ მარკეტებთან ურთიერთობებს უკავშირდება. კომპანიების წარმომადგენელთა თქმით, ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას გაყიდვებისა და მარკეტინგის ხარჯი წარმოადგენს. ამასთან, დისტრიბუტორებმა და იმპორტიორებმა რეალიზებული პროდუქციიდან მისაღები თანხების დაგვიანებით ჩარიცხვაზე ისაუბრეს. ეს თანხა, ხშირ შემთხვევაში, 60 და 75 დღის შემდეგ ირიცხება. მათივე თქმით, დაგვიანებული ჩარიცხვების გამო იმისთვის, რომ კომპანიის საქმიანობა არ შეფერხდეს, მათ ბანკიდან კრედიტების აღება და დამატებითი ფინანსური რესურსის მოძიება უწევთ. კომპანიების წარმომადგენლებმა სავაჭრო ქსელებთან ურთიერთობებზე საუბრისას აღნიშნეს, რომ ქსელურ მარკეტებს დომინანტი პოზიცია აქვთ და ისინი განსაზღვრავენ თანამშრომლობის პირობებს.

სხდომა მოწვეული კომპანიების წარმომადგენლებთან კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. შეხვედრის დასასრულს კომისიის თავმჯდომარემ სხდომაზე განხილული საკითხები შეაჯამა.


„სამწლიან დინამიკაში აშკარად იკვეთება, რომ სავაჭრო ქსელებმა გადახდის ვადები გააუარესეს. თუ სამი წლის წინ გადახდა დაახლოებით 45 დღეში ხორციელდებოდა, დღეს ეს ვადები 60–80 დღემდეა გაზრდილი. აღნიშნული პრაქტიკა ქსელებს აძლევს დამატებითი ფინანსური რესურსის გამოთავისუფლების შესაძლებლობას, ხოლო ფასწარმოქმნის ჯაჭვში ჩართულ სხვა რგოლებს მნიშვნელოვნად უმძიმებს ფინანსურ მდგომარეობას და ზრდის ფასებზე ზეწოლას.
ჩვენი მიზანია შევქმნათ ისეთი ინსტიტუციური ჩარჩო, რომელიც აღმოფხვრის სისტემურ ხარვეზებს და უზრუნველყოფს სექტორის გაჯანსაღებას, რათა კომპანიებმა გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოში შეძლონ საქმიანობა. საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ აღნიშნულ სექტორში საერთო ფასნამატი 35-45%-ის ფარგლებშია, რაც ჩვენთვისაც უნდა იქცეს სამიზნე მაჩვენებლად. სწორედ ამიტომ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პრობლემების სწორი იდენტიფიცირება, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, დავნერგოთ ეფექტიანი ინსტრუმენტები და ფასების კლების მიმართულებით მივიღოთ ხელშესახები შედეგები“, - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო
25 Jul 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 Jul 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 Jul 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 Jul 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 Jul 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R