საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შალვა პაპუაშვილი ჩინეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

თავმჯდომარე 18 მაისი 2026
შალვა პაპუაშვილი ჩინეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩინეთის პარლამენტის - ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარეს, ჭაო ლეძის შეხვდა.

 

მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით დინამიურად ვითარდება, რაც მაღალი დონის ვიზიტებშიც გამოიხატება.

 

შალვა პაპუაშვილმა ჩინურ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

 

შალვა პაპუაშვილმა, ასევე, დაადასტურა „ერთი ჩინეთის პრინციპის“ მიმართ საქართველოს ერთგულება.

 

მხარეებმა აღნიშნეს, რომ დღევანდელ არასტაბილურ სამყაროში, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების მხარდაჭერა სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.

 

შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საპარლამენტო დიპლომატიას. ამ კუთხით, საქართველოს პარლამენტსა და ჩინეთის ეროვნულ სახალხო კონგრესს შორის თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება.

 

მხარეებმა დაადასტურეს საპარლამენტო კავშირების შემდგომი გაღრმავების მზაობა, მათ შორის, საპარლამენტო ადმინისტრაციებს, დარგობრივ კომიტეტებსა და მეგობრობის ჯგუფებს შორის თანამშრომლობის განვითარების გზით.

 

მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებზე, მათ შორის, ვაჭრობისა და ეკონომიკის, ტურიზმის, თანამედროვე ტექნოლოგიების, კულტურისა და განათლების სექტორებში თანამშრომლობაზე. აღინიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს 4 უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს შორის ერთ-ერთია, რასაც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.

 

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჩინეთის ინვესტიციებს საქართველოში.

 

შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ჩინური კომპანიები აქტიურად მონაწილეობენ საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამშენებლო პროექტებში.

 

განიხილეს ტურიზმის სექტორში თანამშრომლობაც. აღინიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის პირდაპირი ფრენები ხელს უწყობს ტურისტული ნაკადების ზრდასა და ხალხთაშორისი კავშირების განვითარებას.

 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს სატრანსპორტო-სატრანზიტო პოტენციალზე.

 

შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა შუა დერეფნის პოტენციალზე და ამ კუთხით ჩინეთთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. მან განაცხადა, რომ შუა დერეფანი, გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, ტრადიციული ჩრდილოეთის დერეფნის ყველაზე ეფექტიანი ალტერნატივაა.

 

მხარეები დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. ჩინურმა მხარემ დაადასტურა საქართველოსთვის სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მზაობა.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჩინელი კოლეგა საქართველოში მოიწვია.

 

შეხვედრა შედგა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში შალვა პაპუაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში.

 

დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, შედიან: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველო-ჩინეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ვოლსკი; პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარი; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე; სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში იმყოფება
11 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში იმყოფება

მსგავსი

რატი იონათამიშვილმა და თორნიკე ფაღავამ შშმ პირთა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
11 ივნისი 2026

რატი იონათამიშვილმა და თორნიკე ფაღავამ შშმ პირთა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

შალვა პაპუაშვილი: 1700 წლის შემდეგაც ქრისტიანული რწმენა, ტრადიციები და ფასეულობები ჩვენი ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი საყრდენია
11 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი: 1700 წლის შემდეგაც ქრისტიანული რწმენა, ტრადიციები და ფასეულობები ჩვენი ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი საყრდენია

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
10 ივნისი 2026

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტ ელჩს შეხვდა
10 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტ ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R