საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შალვა პაპუაშვილი - ლგბტ პროპაგანდა სულ უფრო მეტად იკიდებს ფეხს სამყაროში. ვხედავთ, რომ როდესაც რაღაცის დამკვიდრება ხდება სხვაგან, შემდეგ ის საქართველოშიც ინაცვლებს - ამიტომ, საჭიროდ ჩავთვალეთ, ეს საკითხი მოვაწესრიგოთ

თავმჯდომარე 12 მაისი 2024
შალვა პაპუაშვილი - ლგბტ პროპაგანდა სულ უფრო მეტად იკიდებს ფეხს სამყაროში. ვხედავთ, რომ როდესაც რაღაცის დამკვიდრება ხდება სხვაგან, შემდეგ ის საქართველოშიც ინაცვლებს - ამიტომ, საჭიროდ ჩავთვალეთ, ეს საკითხი მოვაწესრიგოთ

„ჩვენი დაკვირვებაა, რომ ლგბტ პროპაგანდა სულ უფრო და უფრო მეტად იკიდებს ფეხს სამყაროში, ცვლის ტრადიციულ ურთიერთობას, ქცევის წესებს, გარკვეულწილად ცვლის დამოკიდებულებებს, აღქმებს, უწესებს ისეთ ვალდებულებებს საზოგადოების სხვადასხვა წევრებს, როგორიც ტრადიციულად, როგორც წესი, საზოგადოებაში არ იყო ხოლმე“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გორში, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის მოსახლეობასთან შეხვედრაზე.


როგორც მან აღნიშნა, სხვადასხვა სახის კვლევები აჩვენებს თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს არასრულწლოვანებზე ამგვარი პროპაგანდის შეტანას საგანმანათლებლო დაწესებულებებში.


„ჩვენ ვხედავთ, რომ როდესაც რაღაც ტენდენციები სხვა ქვეყნებში ფეხს იკიდებს, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ის ინაცვლებს საქართველოში სხვადასხვა გზებით, მათ შორის, დაფინანსების მეშვეობით, ზოგჯერ წახალისებულია რაღაც იდეები.
დღეს არსებული კომუნიკაციების საშუალებებიდან გამომდინარე საზღვრები პირობითია, ფაქტობრივად, ჩვენი მთლიანი სამყარო ერთ სივრცეშია მოქცეული და ერთი ინფორმაცია ან ერთი ტენდენცია, რაც ერთ ქვეყანაშია გავრცელებული ან გაძლიერებული, მყისიერად ჰპოვებს ადრესატს სხვა ქვეყანაში. არის გარკვეული ტენდენციები და მიმართულებები, რომელიც საქართველოში მეტ-ნაკლებად უკვე რელევანტურია - ზოგი უფრო ძლიერ, ზოგი ნაკლებად, თუმცა ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ახლავე მოვაწესრიგოთ ეს საკითხი, თუკი საზოგადოების თანხმობა იქნება ამაზე“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიას ხელმძღვანელობს.


როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობამ ამ საკითხების დარეგულირების მიზნით პარლამენტში დაინიცირა ორი ინიციატივა - ერთი ეხება ცვლილებას საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლში, ხოლო მეორე არის კონსტიტუციური კანონის პროექტი და ის ოჯახურ ღირებულებებს და არასრულწლოვანთა დაცვას შეეხება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტმა 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიში მოისმინა
23 ივნისი 2026

პარლამენტმა 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიში მოისმინა

მსგავსი

პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული ჯარიმების შემცირებას შეეხება
23 ივნისი 2026

პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული ჯარიმების შემცირებას შეეხება

პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო
23 ივნისი 2026

პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო

პარლამენტმა „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
23 ივნისი 2026

პარლამენტმა „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
23 ივნისი 2026

პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R