საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შალვა პაპუაშვილი - მას შემდეგ, რაც ბიურო ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმას დაამტკიცებს, აღებული ვალდებულებების შესრულებაზე გადავალთ

თავმჯდომარე 07 ივლისი 2023
შალვა პაპუაშვილი - მას შემდეგ, რაც ბიურო ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმას დაამტკიცებს, აღებული ვალდებულებების შესრულებაზე გადავალთ

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს გადაწყვეტილებით, ღია პარლამენტის მე-5 სამოქმედო გეგმის (2023-2024 წწ) პროექტი დასამტკიცებლად ბიუროს გადაეგზავნება.


„პარლამენტის ბიუროს მიერ გეგმის დამტკიცების შემდეგ, ვალდებულებების შესრულებაზე მუშაობას დავიწყებთ. თუკი ამ საკითხებთან დაკავშირებით რაიმე კვლევა ან დამატებითი ინფორმაცია გაქვთ, მოგვაწოდეთ და აქტიურად ჩაერთეთ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.


სამოქმედო გეგმაში სამი ვალდებულება შედის, კერძოდ, პარლამენტის მიერ გაცემული რეკომენდაციების, როგორც ინსტრუმენტის გაუმჯობესება და მათი განხორციელების მონიტორინგის სისტემის დანერგვა; პარლამენტის საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობის თაობაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების დახვეწა.


გეგმის თანახმად, პირველი ვალდებულება ითვალისწინებს პარლამენტის მიერ კომიტეტის რეკომენდაციებისა და მათ განხორციელებასთან დაკავშირებით ერთიანი მეთოდოლოგიის/შაბლონების შემუშავებას.


სამუშაო ჯგუფს, რომელიც აღნიშნულ ვალდებულებაზე იმუშავებს, საბჭოს წევრი ეკა სეფაშვილი უხელმძღვანელებს.


მეორე ვალდებულება ითვალისწინებს პარლამენტის საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობის თაობაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას პარლამენტის ვებგვერდზე აუდიო-ვიზუალური არხების გაფართოებისა და სტრუქტურირების გზით.


შესაბამის სამუშაო ჯგუფს საბჭოს წევრი მარიამ ლაშხი უხელმძღვანელებს.


მესამე ვალდებულების ფარგლებში გაიხსნება სადისკუსიო ფორუმი საკანონმდებლო საქმიანობაში პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების დახვეწის და მათი ეფექტიანობის გაზრდის მიზნით.


​ამ მიმართულებით შექმნილ სამუშაო ჯგუფს საბჭოს თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო
25 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R