საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციამ ვერც ერთხელ ვერ გაბედა ინტერპელაციით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის მიემართა

მედია და საზოგადოება 30 მაისი 2024
შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციამ ვერც ერთხელ ვერ გაბედა ინტერპელაციით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის მიემართა

„ოპოზიციამ ვერც ერთხელ ვერ გაბედა ინტერპელაციით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის მიემართა. ესეც აჩვენებს თუ როგორი უნარები აქვთ და საერთოდ რამდენად შემძლე არიან შინაარსობრივ დისკუსიებში შესვლაზე“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე, სადაც ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ პლენარული სხდომებისთვის ბოიკოტის გამოცხადების საკითხს გამოეხმაურა.


​როგორც შალვა პაპუაშვილმა განმარტა, საგაზაფხულო სესიის განმავლობაში, ოპოზიციას შეეძლო პრემიერ-მინისტრისთვის ინტერპელაციით მიემართა, მაგრამ დისკუსიასა და დებატებში შესვლა ვერ გაბედეს.


„ესეც აჩვენებს, რომ მყვირალა ფრაზების უკან სინამდვილეში რადიკალური დღის წესრიგის მქონე რამდენიმე ადამიანის ჯგუფი დგას, რომელიც თავს პოლიტიკოსს უწოდებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


საპარლამენტო ოპოზიციის წევრების მიერ გამოცხადებული ბოიკოტის გამო, პარლამენტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს ინტერპელაციის წესით, 31 მაისს აღარ მოუსმენს.


„პლენარული სხდომების განსახილველ საკითხებში ჩვენ გვქონდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინტერპელაცია, რომელიც ბახმაროს საკითხს შეეხებოდა. ინტერპელაციის მომართვა დეპუტატების შვიდკაციანი ჯგუფის მიერ მომზადდა, მაგრამ ვინაიდან მათ ბოიკოტი გამოაცხადეს, როგორც ჩანს, საკუთარ ინტერპელაციასაც ბოიკოტი გამოუცხადეს და ის არ შედგება. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს საპარლამენტო მუშაობასთან თუ რა დამოკიდებულება აქვთ, მათ შორის მოსახლეობის ინტერესებთანაც, რომელსაც ისინი თითქოსდა წარმოადგენენ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


შალვა პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა რეგლამენტი და ბოიკოტის გამოცხადების პროცედურა.


„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ბოიკოტი მოქმედებს და შეიძლება გამოცხადდეს საკითხის განხილვასთან დაკავშირებით. საპარლამენტო საქმიანობისთვის, პლენარული სხდომისთვის ბოიკოტის გამოცხადება, ეს ოპოზიციის გარკვეული ტრადიციაა და ახლა საერთოდ ახალ მწვერვალს მიაღწიეს - საკუთარ საკითხს, ინტერპელაციას გამოუცხადეს ბოიკოტი. მათ მიერ დაყენებულ საკითხს, რომ მინისტრი მოსულიყო და „კრიტიკის ქარცეცხლში“ უნდა გაეტარებინათ, ამ საკითხს გამოუცხადეს ბოიკოტი. ეს მგონი, მსოფლიო საპარლამენტო ისტორიისთვის უნიკალური შემთხვევაა, მაგრამ რა ვქნათ? ასეთ მდგომარეობაშია დღეისათვის ოპოზიცია და ამ ყველაფრისთვის, რა თქმა უნდა, 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებისგან სასტიკ პასუხს მიიღებენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა

მსგავსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება წარადგინა
26 ივნისი 2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება წარადგინა

საქართველოს პარლამენტმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენება მოისმინა
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენება მოისმინა

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა  
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა  

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა
26 ივნისი 2026

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R