საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შალვა პაპუაშვილის თავმჯდომარეობით, ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ, საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების დახვეწაზე იმსჯელა

მედია და საზოგადოება 11 სექტემბერი 2023
შალვა პაპუაშვილის თავმჯდომარეობით, ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ, საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების დახვეწაზე იმსჯელა

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომაზე საკანონმდებლო წინადადების რაციონალიზაციის საკითხზე იმსჯელეს. აღნიშნული, ღია პარლამენტის მე-5 სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულების - „საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების დახვეწისთვის“ - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია.


როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სხდომაზე განაცხადა, საკანონმდებლო წინადადება საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ერთ-ერთი შესაძლებლობაა და ამ კუთხით არსებული სტატისტიკა აღნიშნული მექანიზმის რაციონალური ცვლილების საჭიროებაზე მიუთითებს.

„სხვადასხვა ქვეყნების მაგალითების და გამოცდილების შესწავლამ დაგვანახა, რომ ჩვენს ქვეყნაში არსებული სისტემა ყველანაირად უზრუნველყოფს საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას. თუმცა, არსებობს სტატისტიკა, რომლის თანახმად, 2019 წლიდან დღემდე, პარლამენტში შემოსული 367 საკანონმდებლო წინადადებიდან მხოლოდ 5-6 იქცა კანონად. აქედან გამომდინარე, ამ საკითხს უნდა შევხედოთ კრიტიკულადაც და ღიადაც იმისთვის, რომ ერთი მხრივ, პარლამენტს ჰქონდეს ინკლუზიური დემოკრატიული პროცესების ყველა თანამედროვე შესაძლებლობა და რამე არ დავკარგოთ და ამავე დროს, იყოს რაციონალური ინსტრუმენტები“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სხდომაზე შემოთავაზებული იქნა საკითხის გადაწყვეტის რამდენიმე მოდელი და გაიმართა დისკუსია.

როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო გააგრძელებს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აღნიშნული ვალდებულების შესრულებაზე მუშაობას.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო
25 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R