საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შალვა პაპუაშვილმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების პროექტი მეორე მოსმენით წარადგინა

მედია და საზოგადოება 10 ივნისი 2026
შალვა პაპუაშვილმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების პროექტი მეორე მოსმენით წარადგინა

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების პროექტი, თანმდევ პროექტებთან ერთად, მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა.
საკითხი კომიტეტის წევრებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გააცნო.

მისი განცხადებით, პარლამენტის რეგლამენტის 48-ე მუხლს დაემატა მე-4 პუნქტი, რომლის თანახმად: „ორმა ან ორზე მეტმა კომიტეტმა ამ მუხლის შესაბამისად შეიძლება შექმნას ერთობლივი სამუშაო ჯგუფი. ამ შემთხვევაში აღნიშნული კომიტეტები ამ მუხლით გათვალისწინებულ საკითხებს წყვეტენ ცალ-ცალკე, ხოლო თითოეული ასეთი საკითხი გადაწყვეტილად მიიჩნევა, თუ ყველა ეს კომიტეტი მას ერთგვაროვნად გადაწყვეტს“.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, შემდეგი ცვლილება პლენარული სხდომის სხვა დღეს ჩანიშვნას შეეხება და შესაბამისი ნორმა შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა: „საჭიროების შემთხვევაში, პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე დამსწრე პარლამენტის წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მეხუთედისა ან პარლამენტის ბიურომ შეიძლება შეცვალოს პარლამენტის პლენარული სხდომის მუშაობის განრიგი“.

მისი განცხადებით, ცვლილებებიდან გამომდინარე, რეგლამენტის 108-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით - „საკანონმდებლო პაკეტის განხილვისა და მიღების თავისებურებანი“.

აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული წესი ასევე გავრცელდება საკანონმდებლო პაკეტში შემავალ იმ პროექტებზე, რომლებსაც პარლამენტი გამარტივებული წესით იხილავს.

113-ე მუხლში შესული ცვლილების თანახმად, თუ კანონპროექტის თაობაზე მიღებულია დაჩქარებული განხილვის შესახებ პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება, მაგრამ იგი არ იქნა განხილული პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადაში, პარლამენტის ბიურო მისი განხილვის ახალ ვადას განსაზღვრავს.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ინტერპელაციის დროს შეკითხვის ავტორს 5 წუთი მიეცემა, ნაცვლად 3 წუთისა, დაზუსტებისთვის კი - 2 წუთი, ერთი წუთის ნაცვლად. ასევე, 5 წუთიდან 10 წუთამდე გაიზარდა ინტერპელაციის პროცედურის დასრულების შემდეგ დებატებისთვის გამოყოფილი დრო.

მისივე თქმით, ცვლილება შედის რეგლამენტის მე-200 მუხლში, რომელიც ეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის − მეურვის არჩევის წესს.

კერძოდ, ოპოზიციის მიერ დასახელებული კანდიდატის არჩევისთვის პირველივე ჯერზე საკმარისი იქნება 50 ხმა, ხოლო სხვა სუბიექტების მიერ დასახელებული კანდიდატების ასარჩევად - 76 ხმა.

შალვა პაპუაშვილმა კომიტეტის წევრებს ასევე გააცნო პროექტში შესული რედაქციული ცვლილებები.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ალექსანდრე ტაბატაძე ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
10 ივნისი 2026

ალექსანდრე ტაბატაძე ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

მსგავსი

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
10 ივნისი 2026

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „საჯარო შესყიდვების შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებათა პაკეტი მუხლობრივად განიხილა
10 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „საჯარო შესყიდვების შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებათა პაკეტი მუხლობრივად განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
10 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R