საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შოთა ხაბარელი: წინამორბედი ხელისუფლების მიერ სპორტის უნივერსიტეტის გაუქმება იყო ძალიან დიდი შეცდომა

პლენარული სხდომები 03 დეკემბერი 2021
შოთა ხაბარელი: წინამორბედი ხელისუფლების მიერ სპორტის უნივერსიტეტის გაუქმება იყო ძალიან დიდი შეცდომა

„მოხსენების სპორტის საკითხით დაწყება იყო უპრეცედენტო. მე, როგორც ყოფილ სპორტსმენს ეს ძალიან გამიხარდა, რადგან სპორტი ყოველთვის ბოლოს იყო მინისტრების გამოსვლებში“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა შოთა ხაბარელმა პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატები კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს მინისტრის საათის ფორმატში უსმენდნენ.

 

შოთა ხაბარელის თქმით, თეა წულუკიანი ბევრ უმნიშვნელოვანეს საკითხს შეეხო სპორტთან მიმართებაში, მათ შორის, სპორტის უნივერსიტეტს, რომელმაც მისივე თქმით, დიდი ქარცეცხლი გამოიარა.

 

„ჩვენმა წინამორბედმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ არ უნდა არსებობდეს ასეთი უნივერსიტეტი და გააუქმა იგი. ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა. დღეს, როცა ვსაუბრობთ სპორტში ჩართულობაზე, ზუსტად იმ დროიდანაა დაწყებული. 350 000 ადამიანიდან, რომელიც სპორტში იყო ჩართული, 30 000 ადამიანამდე ჩამოიყვანეს. ეს იყო დიდი ტრაგედია. დღეს ვსაუბრობთ მაღალი მიღწევების სპორტზე, სადაც დიდი წარმატებები გვაქვს გამოწვევების გარეშე, მაგრამ დიდი გამოწვევაა მასობრივ სპორტში. და ძალიან კარგია, რომ შექმენით ეს დეპარტამენტი თქვენს სამინისტროში“, - მიმართა შოთა ხაბარელმა თეა წულუკიანს.

 

მისი თქმით, ხელისუფლებამ უნდა მონახოს გზები, რომ მომავალი თაობა ჩაერთოს სპორტში. მისი თქმით, გამოწვევებია სპორტულ ფედერაციაბთანაც.

„წლების მანძილზე ვსაუბრობთ, რომ ფედერაციებთან უნდა იყოს ხელშეკრულება ისეთი, რომელიც ორივე მხარისთვის იქნება სასარგებლო, წესდებებს, რომელიც საკმარისი არ არის, გადახედვა სჭირდება. თქვენ მიერ გადადგმული ნაბიჯი ძალიან კარგია - ჩვენ მივაღწევთ იმ პროგრესს, რაც მიზნად გვაქვს დასახული“, - განაცხადა შოთა ხაბარელმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
09 ივნისი 2026

პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

მსგავსი

პარლამენტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
09 ივნისი 2026

პარლამენტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც სკოლებში დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებას ითვალისწინებს
09 ივნისი 2026

პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც სკოლებში დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებას ითვალისწინებს

პარლამენტმა საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილის თანამდებობის გაუქმების საკითხს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
09 ივნისი 2026

პარლამენტმა საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილის თანამდებობის გაუქმების საკითხს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა  მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების ეტაპობრივ დანერგვას ითვალისწინებს
09 ივნისი 2026

პარლამენტმა  მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების ეტაპობრივ დანერგვას ითვალისწინებს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R