საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

სოფიო ქაცარავა: „გაეროს გენერალური ასამბლეა ის უმაღლესი პლატფორმაა, სადაც გვეძლევა შესაძლებლობა მსოფლიო ლიდერების წინაშე საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები გავახმოვანოთ\"

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 26 სექტემბერი 2019
სოფიო ქაცარავა: „გაეროს გენერალური ასამბლეა ის უმაღლესი პლატფორმაა, სადაც გვეძლევა შესაძლებლობა მსოფლიო ლიდერების წინაშე საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები გავახმოვანოთ\"

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავასაქართველოს დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფება, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესია მიმდინარეობს.

საქართველოს დელეგაციას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხელმძღვანელობს.

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან და გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან, ასევე ფინეთის, რუმინეთის, ლატვიის, გვატემალას, ყაზახეთის, ერაყის პრეზიდენტებთან; ნორვეგიის და ბარბადოსის პრემიერმინისტრებთან.

შეხვედრების მთავარი თემა იყო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება და დეოკუპაციის საკითხი.
მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები; ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე, საქართველოს მიერ განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები.

„გაეროს გენერალური ასამბლეა ის უმაღლესი პლატფორმაა, სადაც გვეძლევა შესაძლებლობა მსოფლიო ლიდერების წინაშე საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები გავახმოვანოთ და ორმხრივ ფორმატებში სახელმწიფოს ლიდერებთან განვიხილოთ ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულებები,” - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომისა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტების თავმჯდომარეები.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 51-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს
10 ივლისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 51-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 33-ე სესიაში მონაწილეობს
06 ივლისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 33-ე სესიაში მონაწილეობს

ნიკოლოზ სამხარაძე თურქეთის ელჩს შეხვდა
29 ივნისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე თურქეთის ელჩს შეხვდა

ნიკოლოზ სამხარაძემ ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
29 ივნისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძემ ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R