საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

სოფიო ქაცარავა: „ყველა ფორმატს ვიყენებთ, რომ ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ვისაუბროთ“

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 03 ოქტომბერი 2019
სოფიო ქაცარავა: „ყველა ფორმატს ვიყენებთ, რომ ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ვისაუბროთ“

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ ვარშავაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა ამერიკელ კონგრესმენებთან და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილ დირექტორთან; გერმანიის ფედერალური ოფისის პოლიტიკურ დირექტორთან; პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის ვიცე მარშალთან და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან; თურქეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან.

სოფიო ქაცარავა, ასევე, შეხვდა პოლონეთში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს, რომლებიც პოლონეთის უნივერსიტეტებში სახელმწიფო სტიპენდიით სწავლობენ.

შეხვედრების მთავარი თემა იყო ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი - საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმატებით განხორციელებული რეფორმები; საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები.

„ვიყენებთ ყველა ფორმატს, რომ ვისაუბროთ ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე. ვარშავის ფორუმის ფარგლებში გავმართე შეხვედრები, სადაც დისკუსიის მთავარ თემებს სწორედ ეს საკითხები წარმოადგენდა. საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგში ყოველთვის არის წარმოდგენილი მაღალ დონეზე და მომავალშიც ასე იქნება“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 51-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს
10 ივლისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 51-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 33-ე სესიაში მონაწილეობს
06 ივლისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 33-ე სესიაში მონაწილეობს

ნიკოლოზ სამხარაძე თურქეთის ელჩს შეხვდა
29 ივნისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე თურქეთის ელჩს შეხვდა

ნიკოლოზ სამხარაძემ ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
29 ივნისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძემ ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R