საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

სოზარ სუბარი: კონსტიტუციური ცვლილებები დაიცავს ჩვენს ტრადიციას, ღირებულებებს, სარწმუნოებას და მომავალს - ჩვენს შვილებს!

მედია და საზოგადოება 26 აპრილი 2024
სოზარ სუბარი: კონსტიტუციური ცვლილებები დაიცავს ჩვენს ტრადიციას, ღირებულებებს, სარწმუნოებას და მომავალს - ჩვენს შვილებს!

„ჩვენ განვიხილავთ კანონპროექტს, რომელსაც ჰქვია „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, იგი არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ეს არის გარკვეული ღირებულებების დაცვა და ეს ღირებულებები არის ოჯახი, ეს ღირებულებები არის ჩვენი არასრულწლოვანები“, - განაცხადა პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვაზე ზუგდიდში.


მისი თქმით, დღეს დაახლოებით 10 მილიონი ბავშვი იზრდება ერთი და იმავე სქესის ადამიანების მიერ შექმნილ ოჯახებში, მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ დაახლოებით 2-ჯერ, ზოგ შემთხვევაში, 3-ჯერ მეტიც არის ფსიქიკური და ემოციური გადახრები იმ ბავშვებში, რომლებიც ასეთ ოჯახებში იზრდებიან. „როცა ეს ბავშვები ხდებიან სრულწლოვანები, როდესაც მათ მოუნდებათ ისაუბრონ თავის გადატანილ ტრავმებზე, ბავშვობაში გადატანილ ტკივილზე, უცებ აღმოჩნდება, რომ ყველა საშუალება ამისთვის ჩაკეტილია - სოციალური ქსელები, მედია, რადიო, და ა. შ. უცებ აღმოჩნდება, რომ სწორედ ადამიანის უფლებები არ არის დაცული იმ ქვეყნებში, სადაც ძალას იღებს ეს ლგბტ პროპაგანდა და სადაც მისი ლობი ძალიან აქტიურად მუშაობს. ადამიანს არ ეძლევა თავისი აზრის, შეხედულების, პირადი განცდილის გამოხატვის უფლება. ერთი მხრივ, ირღვევა ბავშვის უფლება, მეორე მხრივ, ირღვევა გამოხატვის თავისუფლება, რათა საზოგადოებამ არ გაიგოს რა ტკივილთან არის დაკავშირებული, როდესაც ასეთ ოჯახებში იზრდებიან ბავშვები. ფაქტობრივად, ადამიანის უფლებების დაცვა კი არ ხდება, არამედ ადამიანის უფლებების წინააღმდეგ არის ბრძოლა“, - აღნიშნა „ხალხის ძალის“ ლიდერმა.


სოზარ სუბარის განცხადებით, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ იმ ბრძოლაში, რომელსაც ეროვნული და ტრადიციული ღირებულებების დაცვა ჰქვია, საქართველო მარტო არ არის.


​„ამ მიმართულებით გაცილებით მკაცრი კანონმდებლობაა პოლონეთში, უნგრეთში და ევროპის არაერთ ქვეყანაში. ბევრ ქვეყანაში შეიძლება დღეს არ არიან ის ძალები, ვინც ამას იცავენ, თუმცა წელს არაერთ ევროპულ ქვეყანაში არის არჩევნები და სწორედ ასეთი ტრადიციების დამცველი კონსერვატიული ძალები არიან წინა პლანზე, რომლებსაც გამარჯვების ძალიან დიდი შანსი აქვთ. ასე, რომ არ იფიქროთ, საქართველო მარტოა და ჩვენ ისეთი რამ გამოვიგონეთ რაც მსოფლიოში არსად არ ყოფილა. ამგვარად, ეს არის ის კანონმდებლობა, რომელიც დაიცავს ჩვენს ტრადიციას, ღირებულებებს, სარწმუნოებას, ჩვენ მომავალს - ჩვენს შვილებს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

რატი იონათამიშვილმა საქართველოს სახალხო დამცველის ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
03 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილმა საქართველოს სახალხო დამცველის ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

შოთა ბერეკაშვილი და ანტონ ობოლაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ
02 ივლისი 2026

შოთა ბერეკაშვილი და ანტონ ობოლაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ

გიორგი გაბუნია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო
01 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
01 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე გენერალურ ასამბლეაზე ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე რეკომენდაციები მიიღეს
01 ივლისი 2026

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე გენერალურ ასამბლეაზე ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე რეკომენდაციები მიიღეს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R