საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

სპორტის კომიტეტმა ახალციხის მუნიციპალიტეტში გასვლითი სხდომა გამართა

მედია და საზოგადოება 21 Feb 2026
სპორტის კომიტეტმა ახალციხის მუნიციპალიტეტში გასვლითი სხდომა გამართა
პარლამენტის სპორტის კომიტეტმა, სპორტის მინისტრთან, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის რწმუნებულსა და მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად, ახალციხის სპორტულ კომპლექსში რეგიონში სპორტის განვითარებასა და სპორტულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.
 
სხდომაზე სახელმწიფო რწმუნებულმა ზაალ გელაშვილმა და მუნიციპალიტეტის მერებმა რეგიონში მიმდინარე და დასრულებულ სპორტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ინფორმაცია წარმოადგინეს. აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტებში დამატებით ხელოვნურსაფარიანი სტადიონებისა და მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსების მშენებლობა იგეგმება. გამომსვლელებმა სპორტულ მიღწევებსა და წარმატებული სპორტსმენების წახალისების შესახებაც ისაუბრეს, რომლებზეც შესაბამისი ფულადი ჯილდოები გაიცემა.
 
სპორტის კომიტეტმა და სპორტის მინისტრმა წარმოდგენილი ინფორმაცია დადებითად შეაფასეს. მინისტრის შალვა გოგოლაძის განცხადებით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა სპორტულ მიღწევებთან ერთად ყურადღება იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე გაამახვილეს, რაც მუნიციპალიტეტების დონეზე სპორტის განვითარების საკითხებს უკავშირდება. მისივე თქმით, სამინისტრო თვითმმართველობის წარმომადგენლებთან აღნიშნულ საკითხებზე აქტიურად მუშაობს.
 
პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის ვიქტორ სანიკიძის განცხადებით, გასვლით სხდომაზე კომიტეტის წევრებმა საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოისმინეს. მისივე თქმით, სპორტის განვითარებისთვის სახელმწიფოს მიზანმიმართული პოლიტიკა აქვს შემუშავებული, რასაც პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მოწმობს, რომელიც 64 მუნიციპალიტეტში მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსების მშენებლობას უკავშირდება.

„ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოში ახალგაზრდების სპორტში ჩართულობას და სპორტული სახეობების პოპულარიზაციას. სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების შედეგად ახალგაზრდებისთვის, ჩვენი მომავალი თაობებისთვის სპორტის სხვადასხვა სახეობა უფრო ხელმისაწვდომი გახდება“, - განაცხადა ვიქტორ სანიკიძემ.
 
სპორტის კომიტეტის გასვლითი სხდომის ფარგლებში კომიტეტის წევრებმა, სპორტის მინისტრმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალციხის მუნიციპალიტეტში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, მათ შორის, ახალციხის მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი, ცენტრალური სტადიონი, კარატეს, შერეული ორთაბრძოლების, კიკბოქსინგისა და კალათბურთის მშენებარე დარბაზები.
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო
25 Jul 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 Jul 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 Jul 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 Jul 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 Jul 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R