საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

სპორტის კომიტეტმა „იარაღის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

მედია და საზოგადოება 24 ნოემბერი 2025
სპორტის კომიტეტმა „იარაღის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

სპორტის კომიტეტის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ პირველი მოსმენით, „იარაღის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისი თანამდევი კანონპროექტთა პაკეტი წარადგინა. მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს იარაღის იმ სახეობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელთა შეძენაზე, შენახვაზე, ტარებასა და გამოყენებაზე რეგულაციების გამკაცრება იგეგმება. საუბარია ელექტროშოკურ მოწყობილობებზე, გაზის აეროზოლსა (ე.წ. წიწაკის სპრეი) და ხმოვან (აკუსტიკურ) იარაღზე.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, იარაღის ამ სამ კატეგორიაზე ამჟამად ბუნდოვანი საკანონმდებლო ჩანაწერია და შესაბამისი რეგულაციები არ არსებობს. მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით, სამინისტრომ ევროპული ქვეყნების გამოცდილების საფუძველზე კანონპროექტთა პაკეტი მოამზადა, რომლის მიხედვითაც ელექტროშოკური მოწყობილობების სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღება იგეგმება და მათი გამოყენება მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოებს შეეძლება. რაც შეეხება გაზის აეროზოლსა და ხმოვან იარაღს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს პოლიციის წინასწარი თანხმობის შემდეგ, კონკრეტული დასაბუთების საფუძველზე, აღნიშნული იარაღის შეძენის საშუალება მიეცემათ.

კომიტეტის თავმჯდომარის ვიქტორ სანიკიძის შეფასებით, კანონპროექტის თანახმად, უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება, რასაც კომიტეტი მხარს უჭერს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო
25 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R