საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

სპორტისა და ფიზიკური აღზრდის სფეროს განვითარების ხელშემწყობი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

მედია და საზოგადოება 22 მაისი 2026
სპორტისა და ფიზიკური აღზრდის სფეროს განვითარების ხელშემწყობი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

სპორტის კომიტეტის მიერ შექმნილმა სპორტისა და ფიზიკური აღზრდის სფეროს განვითარების ხელშემწყობი სამუშაო ჯგუფის წევრებმა - შოთა ხაბარელმა და ვლადიმერ ბოჟაძემ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.


შეხვედრაზე საქართველოს მუნიციპალიტეტებში არსებულ სპორტულ სექციებში დასაქმებული მწვრთნელების ანაზღაურებისა და სასკოლო სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საკითხებზე იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილეებმა განხილულ თემებზე საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინეს და იმ საჭიროებებზე ისაუბრეს, რომლებიც რეგიონებში სპორტის განვითარებასა და ხელშეწყობას უკავშირდება.


„სპორტისა და ფიზიკური აღზრდის სფეროს განვითარების ხელშემწყობი სამუშაო ჯგუფი პრობლემურ საკითხებზე მუშაობს. ერთ-ერთ გამოწვევას მწვრთნელების ანაზღაურების საკითხი წარმოადგენს. რეგიონებში მწვრთნელები მინიმალური ხელფასის პირობებში მუშაობენ. გვინდა, მათი ხელფასის მატების საკითხი წამოვწიოთ წინ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ ქვეყნის მასტშაბით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მულტიფუნქციური სპორტული ინფრასტრუქტურის და ობიექტების მშენებლობა მიმდინარეობს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ახალ სპორტულ დარბაზებში დასაქმებულ კვალიფიცირებულ მწვრთნელებს სათანადო ანაზღაურება ჰქონდეთ“, - განაცხადა სამუშაო ჯგუფის წევრმა, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ შოთა ხაბარელმა.


სპორტისა და ფიზიკური აღზრდის სფეროს განვითარების ხელშემწყობი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი ლევან კერესელიძე, განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ქეთევან კობახიძე და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ნანი დალაქიშვილი მონაწილეობდნენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა
13 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო
12 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს
10 ივლისი 2026

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა
10 ივლისი 2026

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა
10 ივლისი 2026

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R