თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ თეონა აქუბარდია აირჩიეს
მედია და საზოგადოება 04 Jun 2021

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებმა დღევანდელ სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ თეონა აქუბარდიას კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი.
თეონა აქუბარდიას კანდიდატურა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე პარლამენტის რეგლამენტის 228-ე მუხლის თანახმად, საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი უფრაქციო პარლამენტის წევრთა ჯგუფმა წარადგინა.
