საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

სოფიო ქაცარავამ საერთაშორისო კონფერენციის - „ევროპული გზა-რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 13 ივლისი 2017
 სოფიო ქაცარავამ საერთაშორისო კონფერენციის - „ევროპული გზა-რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა ბათუმში გამართულ მე-14 საერთაშორისო კონფერენციაში- „ევროპული გზა-რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ იღებს მონაწილეობას.

დღეს, სოფიო ქაცარავამ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილე ევროკავშირისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.

შეხვედრები გაიმართა ალბანეთის ევროპასთან ურთიერთობის მინისტრის მოადგილე ერალდა კანთან, ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იაკუბ დურთან, ხორვატიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ველიმირ სტარკევიჩთან, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიისა და ეუთოს დირექტორი, ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე ლუკ პიერ დევინთან და ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის სტრატეგიული კომუნიკაციების განყოფილების უფროსთან, ჯილს პორტმანთან.

შეხვედრებზე ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, საერთაშორისო მხარდაჭერის მიმართულებებზე ისაუბრეს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება მიმოიხილეს.

მხარეებმა საკონსტიტუციო და სასამართლო სისტემის რეფორმები და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი მიმოიხილეს და ხაზგასმით აღნიშნეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის“ მნიშვნელობა საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის თვალსაზრისით.
ორმხრივ შეხვედრებზე მხარეებმა სხვადასხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით პოზიციები გაცვალეს და მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

დღესვე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად, ევროპარლამენტის წევრებთან გამართულ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა.

„მნიშვნელოვანი კონფერენციაა და კარგი შესაძლებლობაა ჩვენს პარტნიორებთან და კოლეგებთან ერთად განვიხილოთ რიგი საკითხებისა და გამოწვევებისა, როგორიცაა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზა, ჩვენი დღის წესრიგი ამ კონტექსტში, საქართველოში გატარებული რეფორმები, ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესი, რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებული მდგომარეობა და რუსეთის მიერ განხორციელებული ანექსიისკენ მიმართული ქმედებები“, - განაცხადა შეხვედრების დასრულების შემდეგ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ.

საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას საქართველოს, ევროკავშირის და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, მედიისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები იღებენ.

კონფერენცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით იმართება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 51-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს
10 ივლისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 51-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 33-ე სესიაში მონაწილეობს
06 ივლისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 33-ე სესიაში მონაწილეობს

ნიკოლოზ სამხარაძე თურქეთის ელჩს შეხვდა
29 ივნისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე თურქეთის ელჩს შეხვდა

ნიკოლოზ სამხარაძემ ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
29 ივნისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძემ ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R