საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, ბიძინა გეგიძის ბრიფინგი

29 მაისი 2018
ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, ბიძინა გეგიძის ბრიფინგი

თბილისში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, ბიძინა გეგიძემ ბრიფინგი გამართა.

„ბოლო 2 თვეა ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ აქტიურად სწავლობს თბილისში, მდინარე ვარაზის ხევის ლანდშაფტში, კერძოდ, ნინო ჟვანიას ქუჩასა და მის მიმდებარედ მასიური მშენებლობებისა და ქაოტური განაშენიანების საკითხს, რაც არა მხოლოდ ამ ქუჩის მაცხოვრებლებს, არამედ მთლიან ქალაქს აყენებს მასშტაბური საფრთხის წინაშე.

საკითხის აქტუალობიდან და პრობლემურობიდან გამომდინარე, ამ თემასთან დაკავშირებით, ფრაქციამ გამართა რამდენიმე შეხვედრა გაფართოებული ფორმატით, რომელსაც ესწრებოდა თითქმის ყველა დაინტერესებული მხარე (გარემოს ეროვნული სააგენტოს, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობისა და არქიტექტურის საქალაქო სამსახურებისა და თბილსერვის ჯგუფის წარმომადგენლები. ასევე, კანადის სამშენებლო ნორმების კომისიისა და აშშ-ის ლორენს ლივერმოლის ნაციონალური ლაბორატორიის წარმომადგენლები).

ამ ეტაპზე, მდინარე ვარაზისხევის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს ინტენსიური სამშენებლო პროცესი და ლანდშაფტის უხეში ცვლილება, კერძოდ, კალაპოტის ამოვსება ნაშალი მიწით, კლდის ჭრა, რაც უკიდურესად დიდი რისკის ქვეშ აყენებს მოქალაქეების უსაფრთხოებას.

საკითხთან მიმართებით, ჩატარებულია 3 თემატური კვლევა: გარემოს ეროვნული სააგენტოსა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მიერ.

თითოეულ კვლევაში მეცნიერულად დასაბუთებულია, რომ მდინარე ვარაზისხევის ხეობის მარჯვენა ფერდი გეოლოგიურად წარმოადგენს არამდგრად ქედს და დაუშვებელია ნებისმიერი სახით მშენებლობის გაგრძელება.

დამატებით ცალკე ყურადსაღებია მდინარე ვარაზისხევში შესაძლო წყალდიდობის მოხდენის ალბათობა და მისი შედეგები. როგორც სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დეტალური კვლევიდან ჩანს, უხვნალექიანობის შემთხვევაში, ხეობაში შესაძლოა ჩამოწვეს მეწყერი და ჟვანიას ქუჩაზე არსებული 1 მეტრის დიამეტრის კოლექტორი ჩახერგოს და წყალი შეაგუბოს.

ამრიგად, მდინარე ვარაზისხევის ხეობის ზედა ნაწილის რთული გეომორფოლოგიური და გეოლოგიური პირობებიდან გამომდინარე, აუცილებელია კომპლექსური ღონისძიებების განხორციელება შესაბამისი სამსახურების მხრიდან. დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს მშენებლობის ნებართვების გაცემა, მიმდინარე მშენებლობებზე კი გამოცხადდეს მორატორიუმი და მშენებლობის პროცესი განხორციელდეს მხოლოდ ტერიტორიის კომპლექსური შეფასების შემდეგ, რადგან ხელისუფლების უპირველესი მიზანი და ვალდებულება თანამოქალაქეების სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვაა. არანაირი ინტერესი არ არსებობს, რომ კერძო მესაკუთრის ინტერესი დაზარალდეს, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს მოქალაქეების უსაფრთხოების ხარჯზე“ - განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R