საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ნინო გოგუაძემ ჩეხეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩთან, პეტრ მიკისკასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 29 ივლისი 2019
ნინო გოგუაძემ ჩეხეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩთან, პეტრ მიკისკასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ნინო გოგუაძე საქართველოში ჩეხეთის ახლად დანიშნულ ელჩს, პეტრ მიკისკას შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და ქვეყნის საშინაო და საგარეო საკითხებს შეეხებოდა.

შეხვედრაზე ელჩმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ჩეხეთი საქართველოს განსაკუთრებული მხარდამჭერია ყველა მიმართულებით, როგორც ევროინტეგრაციის, ასევე ნატოში ინტეგრაციის საკითხებში და შესაბამისად ბევრ პროექტს უჭერს მხარს, იმისთვის, რომ ეს პროცესები საქართველოში სწრაფად განხორციელდეს. 

მხარეებმა ისაუბრეს როგორი შეიძლება იყოს ორი ქვეყნის პარლამენტების მეგობრობის ჯგუფებს შიორის ურთიერთობა და რა მიმართულებით შეიძლება ამ ურთიერთობების გაღრმავება.

შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა განათლების სფეროში ჩეხეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილ პროექტებზე. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, სტუდენტების ინფორმირება საგანმანათლებლო პროგრამების თაობაზე, რომელსაც ჩეხეთი სთავაზობს მათ.

საუბარი შეეხო ასევე რეგიონული განვითარების საკითხებს, რამდენადაც ჩეხეთის რესპუბლიკა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში უკვე ახორციელებს გარკვეულ პროექტებს და ახლა მუშაობენ ახალ პროექტებზე რეგიონული განვითარებისთვის.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ნინო გოგუაძემ და ჩეხეთის ელჩმა ისაუბრეს, დეზინფორმაციის გავრცელებისა და პროპაგანდის საკითხებს შეეხებოდა. რამდენადაც ეს გამოწვევა ორივე ქვეყნის წინაშე დგას, ისაუბრეს იმ მეთოდებზე, როგორ შეიძლება ურთიერთთანამშრომლობით ამ პრობლემის მიმართ ეფექტური ბრძოლა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 51-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს
10 ივლისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 51-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 33-ე სესიაში მონაწილეობს
06 ივლისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 33-ე სესიაში მონაწილეობს

ნიკოლოზ სამხარაძე თურქეთის ელჩს შეხვდა
29 ივნისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე თურქეთის ელჩს შეხვდა

ნიკოლოზ სამხარაძემ ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
29 ივნისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძემ ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R