საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ბიძინა გეგიძისა და მერაბ ბოლქვაძის შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქალაქში თავისუფალი სივრცეების შენარჩუნებისათვის ბრძოლას პოზიტიური შედეგის მოტანა შეუძლია

29 მარტი 2019
ბიძინა გეგიძისა და მერაბ ბოლქვაძის შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქალაქში თავისუფალი სივრცეების შენარჩუნებისათვის ბრძოლას პოზიტიური შედეგის მოტანა შეუძლია

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ აქტიურად მუშაობს ქალაქ თბილისში მწვანე ზონებისა და თავისუფალი სივრცეების შენარჩუნებისა და განვითარების მიმართულებით.

დიდი ხანია, ფრაქციის წევრები მთელი ძალისხმევით ცდილობენ, დაიცვან ჯანსაღ, ურბანული ოკუპაციისგან თავისუფალ გარემოში ცხოვრების მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი.

ფრაქციამ არაერთხელ, საჯაროდ დაგმო რეკრეაციულ ზონებსა და მეწყერსაშიშ ადგილებში მიმდინარე და დაგეგმილი მშენებლობები და ღიად მოუწოდა ქალაქის ხელმძღვანელობას, შეეზღუდა ცენტრალურ უბნებსა და გამწვანებულ სივრცეებში ქაოტური მშენებლობების უკვე გამყარებული, მავნე პრაქტიკა.

გენერალური გეგმის მიღების შემდგომ, ქალაქის მდგრადი განაშენიანების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების, ასევე პრობლემური ზონების განხილვის მიზნით, ფრაქციის თავმჯდომარე ბიძინა გეგიძე, გენგეგმის პროექტის ავტორს, მერაბ ბოლქვაძეს შეხვდა.

შეხვედრის ძირითად თემატიკას სწორედ თავისუფალი და სარეკრეაციო ტერიტორიების დასაცავად გენგეგმის შესაბამისად განხორციელებული ზონალური ცვლილებები წარმოადგენდა. ყურადღება გამახვილდა ასევე სატყეო ზონაში მოქცეული, კერძო საკუთრებაში არსებული საკარმიდამო ნაკვეთების მიმართულებით წამოჭრილ შეკითხვებზე.

შეხვედრის ფარგლებში, საუბარი შეეხო დიდი ხნის ბრძოლისა და განხილვების შემდგომ, ნინო ჟვანიას ქუჩაზე, მეწყერსაშიშ ზონაში მიმდინარე მშენებლობების შეზღუდვას გენერალური გეგმის საფუძველზე.

ბიძინა გეგიძის განცხადებით, დიდი მიღწევაა ჟვანიას ქუჩისათვის სატყეო ზონის მინიჭება, რაც ფაქტობრივად ახალ მოცემულობას გვაძლევს და აუქმებს ამ ქუჩაზე დამტკიცებულ გრგ-ს, რომლის მიხედვითაც იგეგმებოდა კიდევ 6 კორპუსის აშენება მიმდებარე ტერიტორიაზე: „ქალაქს არ გააჩნდა მდგრადი განვითარების გეგმა. რა მივიღეთ შედეგად? - მზიურის პარკის მომიჯნავე ტერიტორიებზე გაცემული სამშენებლო ნებართვები, გეოსაშიშროების მაღალი რისკის ზონაში, ჟვანიას ქუჩაზე, დარღვევებით მიმდინარე მშენებლობები. კვლავ პრობლემად რჩება სარეკრეაციო ზონებში მრავალსართულიანი კორპუსების აშენებისა და მწვანე სივრცეების განადგურების საფრთხე. ჟვანიას ქუჩასთან დაკავშირებით მიღწეული შედეგი უნდა განზოგადდეს და გახდეს მაგალითი სხვა ტერიტორიებთან მიმართებით. მაგალითად მოვიყვან საკანდელიძის ქუჩას, ასევე მზიურის ტერიტორიას, სადაც აქტიურად მიმდინარეობს ფაქტობრივად, სატყეო ზონების უმისამართო ათვისება, ყოველგვარი ინსოლაციის ნორმების დაცვის გარეშე.“

მერაბ ბოლქვაძემ შეხვედრისას დაადასტურა, რომ ჟვანიას ქუჩასთან მიმართებით ზონალური ცვლილება სწორედ დაგეგმილი მშენებლობების აკრძალვისა და თავისუფალი სივრცის გადარჩენის მიზნით განხორციელდა. მან ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია გენგეგმით დადგენილი შეზღუდვების დაცვა აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან.

განხილვის ერთ-ერთ მიმართულებას ასევე წარმოადგენდა წყნეთის ტერიტორიაზე გენგეგმის საფუძველზე განხორციელებული ზონალური ცვლილებები. ბიძინა გეგიძემ განმარტა, რომ მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილის კერძო საკუთრებაში არსებული საკარმიდამო ნაკვეთები აღმოჩნდა სარეკრეაციო და სატყეო ზონაში, რაც გამორიცხავს ნებისმიერი სახის მშენებლობას. როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ განაცხადა: „მოსახლეობის ნაწილმა გამოთქვა წუხილი საკარმიდამო ნაკვეთებზე სამშენებლო სამუშაოების შეზღუდვასთან დაკავშირებით. ხსენებული ტერიტორიები სწორედ კერძო საკუთრებაში არსებული სახლების მშენებლობის მიზნით გახლდათ შეძენილი. ახალი გენერალური გეგმის მიხედვით განხორციელებული ზონალური ცვლილებები კი კრძალავს ნებისმიერი ტიპის მშენებლობას კერძო ნაკვეთზე.“

გენგეგმის პროექტის ავტორმა აღნიშნულ საკითხთან მიმართებით განმარტა, რომ „სატყეო ზონებში მშენებლობების განვითარებამ არ უნდა გამოიწვიოს მწვანე სივრცეების უმისამართო ათვისება. ქალაქის მიმდებარე ტერიტორიებზე მშენებლობების განვითარების მიზანი სწორედ რეკრეაციულ სივრცეში ცხოვრებაა, რაც არ უნდა შეიზღუდოს თუნდაც საკარმიდამო ტერიტორიების განაშენიანებით. თუმცა, აღნიშნული არ გამორიცხავს ადეკვატურ ცვლილებებს გენ-გეგმით განსაზღვრული ზონების კონტურებთან დაკავშირებით. აუცილებელია, ქალაქის ხელმძღვანელობამ ჩაატაროს კვლევა, რომელიც დააზუსტებს დადგენილი ზონების კონტურებს. ამავდროულად, მუნიციპალიტეტმა უნდა განიხილოს საჭიროების შემთხვევაში ადგილმონაცვლეობის განხორციელების პერსპექტივები, რა თქმა უნდა, თანაზომიერების პრინციპის დაცვით.“

ბიძინა გეგიძის შეფასებით, გენერალური გეგმის საფუძველზე დადგენილი ცვლილებები მხოლოდ საჯარო ინტერესის დაცვის პრინციპით უნდა აღსრულდეს და ფრაქცია კვლავ განაგრძობს აქტიურ მუშაობას საზოგადოების მოთხოვნების გათვალისწინების მიმართულებით.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R