საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

სოფიო ქაცარავა და თამარ ხულორდავა არია მაკკონენს შეხვდნენ

მედია და საზოგადოება 06 ივნისი 2017
სოფიო ქაცარავა და თამარ ხულორდავა არია მაკკონენს შეხვდნენ

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა ფინეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში არია მაკკონენს შეხვდნენ.

სოფიო ქაცარავამ ფინეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე მოიწვია, რომელიც საქართველოს პარლამენტში 20 ივნისს გაიმართება და სადაც მოწვეული იქნება ყველა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელი, რომლებთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა აკავშირებს.

შეხვედრაზე მხარეებმა, საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე, მიმდინარე რეფორმებზე და საპარლამენტო საქმიანობაზე ისაუბრეს.

განსაკუთრებული ყურადღება საქართველოსა და ფინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე და ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ურთიერთთანამშრომლობაზე გამახვილდა.

ელჩის თქმით, ფინეთის პარლამენტში საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი შეიქმნა. „ფინეთის პარლამენტში შექმნილი, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი, საშუალებას მოგვცემს კიდევ უფრო მეტადდავახლოვდეთ და გავაღრმავოთ ორმხრივი ურთიერთობები. ფინეთთან, როგორც ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყანასთან, სხვადასხვა მიმართულებებთან ერთად, განათლების სფეროშიც შეგვიძლია ვითანამშრომლოთ“, -აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.

შეხვედრაზე ქართველმა კანონმდებლებმა საპარლამენტო ზედამხედველობის ფორმებზე და საკონსტიტუციო რეფორმაზე ისაუბრეს.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის მიმდინარეობაზე, ამ მიმართულებით საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელებაზე, საკანონმდებლო ჰარმონიზაციის კუთხით კომიტეტის საქმიანობაზე ისაუბრა.

თამარ ხულორდავამ აღმოსავლეთ ევროპის მომავალ სამიტზე გაამახვილა ყურადღება. „ჩვენ გვჭირდება ფინეთის და სხვა ევროპული სახელმწიფოების მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე. ჩვენი სურვილია, სამიტის მიერ მიღებულ დეკლარაციაში აისახოს ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალს უკავშირდება“, - აღნიშნა შეხვედრაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ფინეთის ბიზნეს ფორუმს, რომელიც ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს ორგანიზებით გაიმართა.

მხარეებმა შეხვედრაზე, ასეთი სახის ფორუმების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და ქვეყნის ეკონომიკურ და ტურისტულ პოტენციალზე მის გავლენაზე გაამახვილეს ყურადღება.

„ეს არის კარგი საწყისი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო ინტენსიურ და დინამიურ ჭრილში გადასაყვანად. საქართველოში გუშინ გამართული ფორუმი საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაციას, ქართულ და ფინურ კომპანიებს შორის კონტაქტების დამყარებასა და ამ გზით, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას ისახავდა მიზნად. ბიზნეს კონტაქტების გაძლიერება ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის უფრო მეტად ამაღლებას ფინეთში, რაც თავის მხრივ ტურიზმის და ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესში“ ცვლილებები შევიდა, რომელიც ევროპარლამენტში მედიის წარმომადგენლებისთვის დადგენილი წესების მაგალითზე შემუშავდა
08 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესში“ ცვლილებები შევიდა, რომელიც ევროპარლამენტში მედიის წარმომადგენლებისთვის დადგენილი წესების მაგალითზე შემუშავდა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით წარადგინა
08 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით წარადგინა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა რატიფიცირებისთვის წარდგენილ სასესხო შეთანხმებაში ცვლილებას მხარი დაუჭირა
08 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა რატიფიცირებისთვის წარდგენილ სასესხო შეთანხმებაში ცვლილებას მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2027 წლის საბიუჯეტო განაცხადის პროექტს, ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და მუშაკთა ზღვრული ოდენობის შესახებ, მხარი დაუჭირა
08 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2027 წლის საბიუჯეტო განაცხადის პროექტს, ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და მუშაკთა ზღვრული ოდენობის შესახებ, მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის ბიურომ 9-12 ივნისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა
08 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის ბიურომ 9-12 ივნისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R