საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

სოფიო ქაცარავა ირლანდიის რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და თავდაცვის ერთობლივი კომიტეტის წევრებს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 19 ივლისი 2017
სოფიო ქაცარავა ირლანდიის რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და თავდაცვის ერთობლივი კომიტეტის წევრებს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა საქართველოში მყოფი ირლანდიის რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელსა და წევრებს შეხვდა.

სოფიო ქაცარავამ სტუმრებს მადლობა გადაუხადა იმ რეზოლუციისათვის, რომელიც ირლანდიის პარლამენტმა 23 თებერვალს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მხარდასაჭერად მიიღო. 

შეხვედრაზე განიხილებოდა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხები და საქართველოს საგარეო პრიორიტეტები, ასევე ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული შედეგები და გატარებული რეფორმები.
 
ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობის გააქტიურების, გაღრმავების საკითხებსა და ირლანდიის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის დაარსებას. 

ირლანდიელმა დეპუტატებმა აღნიშნეს საქართველოს პროგრესი და მისი ეკონომიკური კონტრიბუტორის როლის პოტენციალი და კიდევ ერთხელ გამოხატეს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისადმი მხარდაჭერა. შეხვედრაზე ასევე განიხილებოდა ეკონომიკის, ტურიზმის, განათლებისა და სავაჭრო კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. 

საუბარი შეეხებოდა კომიტეტებს შორის ურთიერთობის გაძლიერებას და სტუმრებმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და წევრები ირლანდიაში ორმხრივი შეხვედრების გასამართად მიიწვიეს, რადგან მაღალი დონის შეხვედრები კიდევ უფრო ხელს უწყობს ორი ქვეყნის კანონმდებლების დაახლოვებას და მჭიდრო კავშირების გამყარებას. 

შეხვედრას ესწრებოდნენ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო გოგუაძე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 51-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს
10 ივლისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 51-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 33-ე სესიაში მონაწილეობს
06 ივლისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 33-ე სესიაში მონაწილეობს

ნიკოლოზ სამხარაძე თურქეთის ელჩს შეხვდა
29 ივნისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე თურქეთის ელჩს შეხვდა

ნიკოლოზ სამხარაძემ ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
29 ივნისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძემ ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R