საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ზვიად ძიძიგური ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის დელეგაციას შეხვდა

მედია და საზოგადოება 02 მაისი 2019
ზვიად ძიძიგური ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ზვიად ძიძიგური, ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის სოფლის მეურნეობის კომიტეტის წევრებს შეხვდა, რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის ვიცე-პრეზიდენტი, მილან სტეჩი ხელმძღვანელობს.

შეხვედრას ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ნინო გოგუაძე და მეგობრობის ჯგუფის წევრები გიორგი ხატიძე და დავით სონღულაშვილი ესწრებოდნენ.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და საპარლამენტო ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებაზე ისაუბრეს. განიხილეს საქართველო-ჩეხეთის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური ურთიერთობები.

სტუმრები დაინტერესდნენ საქართველოს ეკონომიკური ზრდის შემდგომი პერსპექტივით და მზადყოფნა გამოთქვეს სავაჭრო ურთიერთობების გაფართოების, სავაჭრო მოცულობის გაზრდის და ინვესტორების დაინტერესების მიმართულებით ჩაერთონ როგორც საპარლამენტო რესპუბლიკის მთავარი წარმომადგენლობითი ორგანოს წარმომადგენლები.

შეხვედრაზე, ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და ჩეხეთს შორის თანამშრომლობის განსაკუთრებულად მაღალი დონე და საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის როლი ამ პროცესში.

„ჩვენ, ისევე როგორც ჩეხეთის რესპუბლიკა, ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა და აქედან გამომდინარე, პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიონ მთავრობას სხვადასხვა მიმართულებით. ეს პოლიტიკური ურთიერთობები, რაც ჩვენს პარლამენტებს შორის არის, შესაძლებელს ხდის ამის მატერიალიზებას და ორი ქვეყნის მთავრობების ურთიერთობების კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა. 

მხარეები სამომავლო თანამშრომლობასა და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. 

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო სენატის ვიცე-პრეზიდენტთან, სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარესთან, დეპუტატებთან. მიმდინარე წლის ივნისის თვეში ჩეხეთში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტია დაგეგმილი. ვფიქრობ, ასეთი მაღალი დონის ვიზიტები ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობას ძალიან წაადგება“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზვიად ძიძიგურმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო
25 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R