საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ნინო გოგუაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის სხდომაზე მედიაწიგნიერების შესახებ მოხსენება წარადგინა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 05 მარტი 2019
 ნინო გოგუაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის სხდომაზე მედიაწიგნიერების შესახებ მოხსენება წარადგინა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ნინო გოგუაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კულტურის, მეცნიერების, განათლების და მედიის კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით წარდგა. 

მოხსენება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში მედიაწიგნიერების პროგრამების განვითარების და განხორციელების აუცილებლობას, ასევე, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საფრთხეებთან დაკავშირებით, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ინფორმირების საკითხებზე ევროპის ქვეყნების საუკეთესო გამოცდილების შესწავლას, სოციალური მედიის მოხმარებას, მიღებული ინფორმაციის სწორად გაანალიზებას და შეფასებას შეეხებოდა. 

„მედიაწიგნიერების საკითხი ევროსაბჭოში მუდმივი განხილვის საგანია. ის მიიჩნევა, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი დეზინფორმაციის და პროპაგანდის საფრთხეების შესამცირებლად. ევროპის ბევრ ქვეყანას აქვს ეროვნულ დონეზე შემუშავებული პოლიტიკა მცდარ და პროპაგანდისტულ ინფორმაციასთან გასამკლავებლად და მნიშვნელოვანია რომ, ასვე, ევროსაბჭოს ფორმატში იყოს განხილული ერთიანი მიდგომები ამ საკითზე. დღეს, საქართველოს გამოცდილებაზეც ვისაუბრე. საქართველო მედიაწიგნიერების პროგრამებს ახლა ავითარებს. ამ პროგრამების წარმატებულობა მუდმივად უნდა გავზომოთ და შევაფასოთ ყველა იმ პირების მონაწილეობით, ვინც ამ საკითხზე მუშაობს და გამოცდილება დაუგროვდა და ბუნებრივია, განვაახლოთ ყველა საჭირო შემთხვევაში“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ. 

კომიტეტის სხდომაზე დისკუსიაში მონაწილეობისთვის და მოსაზრებების წარსადგენად მოწვეულები იყვნენ ექსპერტები ტარლა მაქგონეილ, ტომ ლო, სტეფან ჰოებეკი. 

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის პირველი მოადგილე ნინო გოგუაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში კულტურის, მეცნიერების, განათლების და მედიის კომიტეტის წევრია.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 51-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს
10 ივლისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 51-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 33-ე სესიაში მონაწილეობს
06 ივლისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 33-ე სესიაში მონაწილეობს

ნიკოლოზ სამხარაძე თურქეთის ელჩს შეხვდა
29 ივნისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე თურქეთის ელჩს შეხვდა

ნიკოლოზ სამხარაძემ ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
29 ივნისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძემ ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R