საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ახალი - C5 კატეგორიის ორდინალური ვიზა ინერგება

პლენარული სხდომები 14 აპრილი 2026
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ახალი - C5 კატეგორიის ორდინალური ვიზა ინერგება

პარლამენტმა  პირველი მოსმენით განიხილა და 81 ხმით, ერთხმად დაუჭირა მხარი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს.

საკითხი განსახილველად ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა წარადგინა.

პროექტის თანახმად, ინერგება ახალი - C5 კატეგორიის ორდინალური ვიზა. ამ კატეგორიის მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზა 5 წლის მოქმედების ვადით და საქართველოში ყოფნის 1 წლის ვადით გაიცემა. 

როგორც მომხსენებელმა განმარტა, აღნიშნული კატეგორიის ვიზა გაიცემა საქართველოში უსაფრთხო ქვეყნებიდან მომავალ პირზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოდის ტურისტული მიზნით და რომელსაც ასევე უფლება აქვს, განახორციელოს საქმიანობა მხოლოდ არარეზიდენტი პირის სასარგებლოდ, თუ ეს საქმიანობა უკავშირდება არარეზიდენტი პირის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ საქმიანობის განხორციელებას.


აღნიშნული ვიზა ასევე გაიცემა ამ პირის მეუღლესა და არასრულწლოვან შვილებზე.

„გეოპოლიტიკური კონკურენციის ფონზე, მიგრაციული ნაკადები სრულიად შეცვლილია. განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე, დაწყებულია ახალი მიგრაციული ნაკადები. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, მიმზიდველი სავიზო რეჟიმით მოვახერხოთ დისტანციურად მომუშავე მაღალშემოსავლიანი ვიზიტორების რაოდენობის ზრდა ქვეყანაში“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

მისი თქმით, ვიზიტორებს შეეძლებათ, ნაცვლად მოკლევადიანი ვიზებისა და განმეორებადი განაცხადების წარდგენისა, ერთჯერადი განაცხადით, მრავალჯერადად შემოვიდნენ ქვეყანაში სავიზო მოსაკრებლის გადახდის სანაცვლოდ და აქედან განახორციელონ თავიანთი საქმიანობა.

„მაღალი შემოსავლის მქონე ვიზიტორები, როგორც წესი, უფრო მეტს ხარჯავენ ქვეყანაში, რაც ზრდის ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს, აძლიერებს მომსახურების სფეროს, მათ შორის, სასტუმროების, რესტორნებისა და სხვა ბიზნესს და უზრუნველყოფს უცხოური ვალუტის დამატებით შემოდინებას ქვეყნის ეკონომიკაში“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

მისი თქმით, C5 კატეგორიის ვიზა დამატებით შესაძლებლობას ქმნის ინვესტიციების მოსაზიდად და აღნიშნულ ინიციატივას მნიშვნელოვანი როლი აქვს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის გაუმჯობესების მიმართულებითაც.

წარმოდგენილი ცვლილებით განისაზღვრება, რომ საქართველოს ვიზის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ დაექვემდებარება.
​

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტიდან გამომდინარე, ცვლილებები შედის „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონებში, რომლის თანახმად, C5 კატეგორიის ვიზის გაცემის საკითხის განხილვისთვის მოსაკრებელი და ბაჟი განისაზღვრება არანაკლებ 20 და არაუმეტეს 500 აშშ დოლარის ოდენობით.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა რატიფიცირებისთვის წარდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებას მხარი დაუჭირა
22 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა რატიფიცირებისთვის წარდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებას მხარი დაუჭირა

მსგავსი

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
22 ივნისი 2026

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში მოისმინა
22 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში მოისმინა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ საკითხი განიხილა
22 ივნისი 2026

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ საკითხი განიხილა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე პარლამენტის დადგენილების აღსრულების მონიტორინგის შედეგები განიხილა
22 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე პარლამენტის დადგენილების აღსრულების მონიტორინგის შედეგები განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R