საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ვლადიმერ კახაძემ თემატური მოკვლევის ფარგლებში ზეპირი მოსმენა გამართა

ზედამხედველობა - ახალი ამბები 07 Dec 2023
ვლადიმერ კახაძემ თემატური მოკვლევის ფარგლებში ზეპირი მოსმენა გამართა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი საგანმანათლებლო დაწესებულებებში სანიტარულ-ჰიგიენური და სკოლის ექიმების ნორმების დაცვის პრაქტიკისა და არსებული გამოწვევების შესწავლის თაობაზე თემატურ მოკვლევას ატარებს, რომლის ფარგლებშიც თემატური მოკვლევის მთავარმა მომხსენებელმა ვლადიმერ კახაძემ დღეს ზეპირი მოსმენა გამართა.

 

შეხვედრა სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის საკითხებს ეძღვნებოდა.

 

„მოკვლევის პროცესში ჩართულები არიან მეცნიერები, რომლებიც წამყვან დაწესებულებებს წარმოადგენენ. დღეს ამ ჯგუფში ასევე ჩაერთო საერთაშორისო ორგანიზაცია UNICEF-ის წარმომადგენელი. შეხვედრაზე ვისაუბრეთ სკოლაში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ამ მიმართულებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების შესახებ. მოგეხსენებათ, ახლა მიმდინარეობს ახალი სკოლების მშენებლობა და არსებული სკოლების მოდერნიზაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ჩვენი მიზანია, რომ მოკვლევის ჯგუფმა წლის ბოლოსთვის ისეთი რეკომენდაციების პაკეტი შექმნას, რომელიც სისტემის განახლებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ვლადიმერ კახაძემ.

 

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ: UNICEF - ის წარმომადგენელი ნანა ფრუიძე, გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი რევაზ კობახიძე და დირექტორის მოადგილე ქეთევან დადიანი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა
13 Jul 2026

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო
12 Jul 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს
10 Jul 2026

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა
10 Jul 2026

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა
10 Jul 2026

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R