საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ზვიად ძიძიგური და ნინო გოგუაძე ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრნენ

მედია და საზოგადოება 07 მაისი 2018
ზვიად ძიძიგური და ნინო გოგუაძე ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო გოგუაძე ოფიციალური ვიზიტით, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრნენ.

ვიზიტი ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ოფიციალური მოწვევით ხორციელდება და პირველი შეხვედრა გაიმართება ევრაზიის რეგიონულ დირექტორთან სტეფან ნიქსთან.

დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში და სახელმწიფო დეპარტამენტში. შეხვედრები შედგება კონგრესმენებთან - დევით პრაისთან,  პიტერ როსკამთან, და სკოტ პერისთან და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან.

შეხვედრებზე საუბარი შეეხება საქართველოსა და ამერიკას შორის არსებული ურთიერთობების დინამიკას, ქვეყნებს შორის ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას; ამერიკის როლს და მნიშვნელობას საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საკითხებში და NATO-ში ინტეგრაციის პროცესში.

დელეგაციის წევრები ამერიკელ კოლეგებთან საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროცესზე ასევე, ახალი „სამშვიდობო ინიციატივის“ შესახებ ისაუბრებენ.

ზვიად ძიძიგური და ნინო გოგუაძე შეხვდებიან ამერიკული კვლევითი ორგანიზაციების ჰერიტიჯი და რამსფელდის წარმოდგენელებს.

შეხვედრებს გამართავენ რამსფელდის ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან სარა კონანტ-ტონუჩისთან, კვლევითი ორგანიზაციის „Heritage Foudation”- ის წამყვან ექსპერტთან ლუკ კოფისთან, ჰადსონის ინსტიტუტის ექსპერტთან დოქტორ რიჩარდ ვეიტზთან, NED-ის (National Endowment For Democracy) ექსპერტთან, რუსეთის და ევრაზიის დირექტორთან დოქტორ მირიამ ლანსკოისთან.

ვიზიტის ფარგლებში, ნინო გოგუაძე მონაწილეობას მიიღებს და სიტყვით გამოვა ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI-ს) მიერ ორგანიზებულ, მადლენ ოლბრაითის კონფერენციაზე -„ქალთა მიმართ ძალადობის შეწყვეტა პოლიტიკაში“.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო
25 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R