საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ბექა ოდიშარია: „ევროინტეგრაციის გზაზე, ჩვენთვის ძალიან ფასეულია ირლანდიის ხელისუფლების მხარდაჭერა“

მედია და საზოგადოება 24 დეკემბერი 2023
ბექა ოდიშარია: „ევროინტეგრაციის გზაზე, ჩვენთვის ძალიან ფასეულია ირლანდიის ხელისუფლების მხარდაჭერა“

ირლანდიის რესპუბლიკაში გრძელდება საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრების ვიზიტი.

კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ და კომიტეტის წევრებმა: ნოდარ ტურძელაძემ, რესან კონცელიძემ და ფრიდონ ინჯიამ შეხვედრა გამართეს ირლანდიის პარლამენტის - ოირეხტასის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან სენატორ დიარმუდ უილსონთან.

სენატორმა დიარმუდ უილსონმა ქართველ კოლეგებს მიულოცა, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და ევროინტეგრაციის მიმართულებით შემდგომი წარმატებები უსურვა.

დიასპორისა და კავკასიის კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ კოლეგას მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა და განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილა მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის სენატორ დიარმუდ უილსონის და სენატორი გერარდ კრაუგველის წვლილზე საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ბექა ოდიშარიას თქმით, სწორედ მათი ინიციატივით 2022 წლის ივნისში ირლანდიის სენატმა მიიღო საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია, რომლითაც იგი მოუწოდებდა ევროკავშირს საქართველოსთვის მიენიჭებინა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ბექა ოდიშარიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ძალიან ფასეულია ამ პროცესში ირლანდიის ხელისუფლების მხარდაჭერა.

სენატორ დიარმუდ უილსონის თქმით, როგორც საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, მოხარულია, რომ საქართველოსა და ირლანდიის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობა უფრო ინტენსიური ხდება, რასაც მიმდინარე ვიზიტიც ადასტურებს.

შეხვედრის დასასრულს, ბექა ოდიშარიამ მეგობრობის ჯგუფის წევრებს აცნობა, რომ მომავალი წლის მაისში, თბილისში, იგეგმება დიასპორის დიდი ეკონომიკური ფორუმი და მოხარული იქნება თუ მოახერხებენ ფორუმზე დასწრებას და ირლანდიის გამოცდილების გაზიარებას.

 

შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ ირლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ზურაბაშვილი, საელჩოს წარმომადგენლები და ირლანდიის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო
25 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R