საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შესახებ ორი კანონპროექტი განიხილა

მედია და საზოგადოება 03 მარტი 2025
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შესახებ ორი კანონპროექტი განიხილა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა.


სხდომაზე მომხსენებელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ დეტალურად ისაუბრა ცვლილებების არსზე, რომელიც ითვალისწინებს მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში ფაქტის ჯეროვანი სიზუსტით გადაცემის დახვეწას და გაუმჯობესებას.


აგრეთვე, განსაზღვრავს ფაქტის და კომენტარის ერთმანეთისგან მკაფიო გამიჯვნის სტანდარტს.


ახალი ამბების პროგრამებში, საავტორო პროგრამის გარდა, საჯარო პოლიტიკის საკითხების გაშუქებისას იზღუდება პოზიციის გამოხატვა.


კანონპროექტით იხვეწება საავტორო პროგრამის გადაცემის სტანდარტი. კერძოდ, საავტორო პროგრამის დაწყების წინ აუდიტორიას უნდა ეცნობოს, რომ პროგრამა საავტოროა. ასევე, საავტორო პროგრამაში ადეკვატურად უნდა იყოს წარმოდგენილი ყველა საგულისხმო ალტერნატიული მოსაზრება; მკვიდრდება მკაფიო საკანონმდებლო ჩარჩო მაუწყებლის მიერ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად; პროექტის თანახმად, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არასრულწლოვან პირთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საკითხს; მკვიდრდება მაუწყებლის მიერ ფარული მეთოდების გამოყენებით ინფორმაციის მოპოვების ან/და გადაცემის ბრიტანული სტანდარტი.


დამატებით განისაზღვრება კერძო საკუთრების ტერიტორიაზე ფარული ჩაწერის სტანდარტი.


მომხსენებლის თქმით, მაუწყებლებს აქამდეც ჰქონდათ ინფორმაციის ობიექტურობის დაცვის ვალდებულება. სიახლე არის ის, რომ თუ მოქმედი რედაქციით, ეს საკითხები თვითრეგულირებით წესრიგდება და მაუწყებლებმა თვითონვე უნდა შეაფასონ კონკრეტული ფაქტი სწორია თუ „ფეიკია“, დაცულია თუ არა ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები და სხვა, კანონპროექტის თანახმად, დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება მიმართოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.


„ამ საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედების შემდეგ ჩვენ მივიღებთ ისეთ მექანიზმს, რომელიც დახვეწს საკანონმდებლო ჩარჩოს იმ კუთხით, რომ დაცული იქნება ფაქტების სიზუსტე, ასევე სამართლიანობა და მიუკერძოებლობა, აღარ იქნება შესაძლებელი ომისა და პროპაგანდის, ასევე, ასაკობრივი შეზღუდვის მოთხოვნის დარღვევით ინფორმაციის გადაცემა მაუწყებლების მიერ და საბოლოოდ იარსებებს ისეთი მექანიზმი, რომელიც დაიცავს როგორც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, ასევე მაუწყებლების ინფორმაციის გავრცელების თავისუფლებას. უზრუნველყოფილი იქნება საზოგადოების უფლება მიიღოს სწორი და ჯეროვანი ინფორმაცია. მათ შორის სამართლიანობის და მიუკერძოებლობის მაღალი სტანდარტით და საკანონმდებლო ჩარჩო იყოს ისეთივე როგორიც ბრიტანეთშია“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.


კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილულ კანონპროექტს.


კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს კიდევ ერთი კანონპროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.


კანონპროექტი ითვალისწინებს მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღების შეზღუდვას, გარდა კომერციული რეკლამისა, ტელეშოპინგისა, სპონსორობისა და პროგრამაში პროდუქტის ან მომსახურების განთავსებისა.


ასევე, შეიზღუდება უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა და პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება (თანადაფინანსება).


საკითხი სხდომაზე განსახილველად ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა წარადგინა.


„გამოწვევები ძალიან რეალურია, როდესაც გარე დაფინანსებით ხდება მედიის გაკონტროლება. ეს საბოლოო ჯამში, არ ემსახურება ადგილობრივი საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესებს, არამედ კონკრეტულად მანიპულაციური დღის წესრიგის შესაქმნელად გამოიყენება. მათ შორის დეზინფორმაციის გასავრცელებლად და ასე შემდეგ. რაც შეეხება დეზინფორმაციების გავრცელებას, ამის მაგალითები საქართველოში უხვად არსებობს. მედიის დამოუკიდებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაშია დაცული, თუ ის ქართულ საზოგადოებას ემსახურება და დემოკრატია მაშინ არის ძლიერი, როდესაც ინფორმაცია ხალხისთვის არის ხელმისაწვდომი და სანდო“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა, რომელმაც დეტალურად ისაუბრა კანონპროექტის შესახებ.


​კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, საფარის და ზარზმის მონასტრებს ესტუმრა
12 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, საფარის და ზარზმის მონასტრებს ესტუმრა

მსგავსი

რატი იონათამიშვილმა გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების კონფერენციაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა
12 ივნისი 2026

რატი იონათამიშვილმა გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების კონფერენციაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში იმყოფება
11 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში იმყოფება

რატი იონათამიშვილმა და თორნიკე ფაღავამ შშმ პირთა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
11 ივნისი 2026

რატი იონათამიშვილმა და თორნიკე ფაღავამ შშმ პირთა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

შალვა პაპუაშვილი: 1700 წლის შემდეგაც ქრისტიანული რწმენა, ტრადიციები და ფასეულობები ჩვენი ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი საყრდენია
11 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი: 1700 წლის შემდეგაც ქრისტიანული რწმენა, ტრადიციები და ფასეულობები ჩვენი ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი საყრდენია

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R