საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ფრიდონ ინჯია საკონსტიტუციო ცვლილებებზე: გთავაზობთ „ოჯახური ღირებულებები“ შევცვალოთ „ქართული ღირებულებებით“

მედია და საზოგადოება 22 აპრილი 2024
ფრიდონ ინჯია საკონსტიტუციო ცვლილებებზე: გთავაზობთ „ოჯახური ღირებულებები“ შევცვალოთ „ქართული ღირებულებებით“

„მე, როგორც ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეს, არ მიმაჩნია რომ უნდა იყო ხელისუფლების და იმ კარგი საქმეების წინააღმდეგი, რასაც აკეთებს დღეს ეს ხელისუფლება“, - განაცხადა პოლიტიკურ ჯგუფ „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვაზე ქუთაისში.


როგორც ფრიდონ ინჯიამ აღნიშნა, მმართველმა პარტიის მიერ შემოთავაზებულია ჩანაწერი - „ოჯახური ღირებულებები“ და ა. შ.


„ჩემი შეხედულებით, მე შევცვლიდი და „ოჯახური ღირებულებების“ ნაცვლად ჩავწერდი - „ქართული ღირებულებები“. რატომ? ყველა ქვეყანას თავისი ღირებულებები აქვს და ზოგიერთ ოჯახურ ღირებულებებს სხვადასხვა ქვეყნებში, მათი გადასახედიდან აქვს ისეთი მნიშვნელობა, რომლებიც ჩვენთვის სრულიად მიუღებელია. ამიტომ, გთავაზობთ განხილვისთვის - სიტყვები „ოჯახური ღირებულებები“ შევცვალოთ „ქართული ღირებულებებით“ - ამაში ოჯახური ღირებულებებიც არის, ის ტრადიციებიც, ის ძალაც, რომელიც ყველა ქართველის სულშია და რომელმაც გადაარჩინა საქართველო. საუკუნეების წინ იყო იმპერიები, დღეს მათგან არაფერი დარჩა. ქართველი კაცი და ქართული სახელმწიფო იქნება მანამ, სანამ დედამიწა იტრიალებს“, - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.


ქუთაისში, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს.
​

მოსახლეობასთან შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ირაკლი ქადაგიშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის 67-ე პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა
30 ივნისი 2026

ირაკლი ქადაგიშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის 67-ე პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ინიციატივით, ქალაქ თბილისში ფიტოსანიტარიული ღონისძიებების განხორციელების საკითხებზე საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა
30 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ინიციატივით, ქალაქ თბილისში ფიტოსანიტარიული ღონისძიებების განხორციელების საკითხებზე საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა

შალვა პაპუაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის 67-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა
30 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის 67-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პარლამენტმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეობა საბერძნეთის პარლამენტს გადასცა
30 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეობა საბერძნეთის პარლამენტს გადასცა

ირაკლი მეზურნიშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
30 ივნისი 2026

ირაკლი მეზურნიშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R