საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომაზე ღია მმართველობის პარტნიორობაში საპარლამენტო ჩართულობის მოდელები განიხილეს

მედია და საზოგადოება 26 Oct 2022
ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომაზე ღია მმართველობის პარტნიორობაში საპარლამენტო ჩართულობის მოდელები განიხილეს

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომაზე ღია მმართველობის პარტნიორობაში საპარლამენტო ჩართულობის მოდელები განიხილეს. საპარლამენტო საბჭოს მდივანმა, მაია ხმალაძემ საბჭოს წევრებს სამ განსხვავებულ მოდელზე ინფორმაცია გააცნო და იმ მიდგომებზე ისაუბრა, რასაც აღნიშნული მოდელები ითვალისწინებს.


მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, წარმოდგენილი მოდელების შესახებ დეტალური ინფორმაცია საბჭოს წევრებს დაეგზავნებათ, დისკუსიის და განხილვის შემდეგ კი, საბჭოს წევრები წლის ბოლომდე გადაწყვეტილებას მიიღებენ თუ რომელი მოდელით გააგრძელებს საბჭო თავის საქმიანობას.


გივი მიქანაძემ, ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრების გამართვის აუცილებლობაზე ისაუბრა და საპარლამენტო ცხოვრების ცნობიერების ამაღლების კუთხით აღნიშნული შეხვედრების მნიშვნელობა აღნიშნა. მისი თქმით, საბჭოს წევრებმა მუხრანსა და დუშეთში ორი შეხვედრა უკვე გამართეს და მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ ფორმატში მოსახლეობასთან შეხვედრები მომავალშიც გაიმართოს.


ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომაზე 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის პრიორიტეტების და მიმართულებების განსაზღვრის საკითხსაც შეეხნენ. საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, საბჭოს და საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა, 24 ნოემბრის ჩათვლით, მცირე განმარტებებით კონკრეტული მოსაზრებები და წინადადებები უნდა წარმოადგინონ, სადაც გაწერილი იქნება ყველა ის აქტივობა, რომელსაც საბჭო აღნიშნულ პერიოდში განახორციელებს.


სხდომის დასასრულს, ღონისძიების მონაწილეებმა 2021 წლის ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობა მიმოიხილეს. გივი მიქანაძის შეფასებით, ვალდებულებების შესრულების კუთხით, დადებითი დინამიკა შეინიშნება, თუმცა რჩება რიგი ვალდებულებები, რომელთა შესრულებაც მნიშვნელოვანია. ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ საბჭოს წევრებს კიდევ უფრო მეტი აქტივობისკენ მოუწოდა.


„წლის ბოლომდე არსებული ვადა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, რათა გაიზარდოს აქტივობები და დარჩენილი ვალდებულებებიც შესრულდეს. დეკემბრის ბოლოს, საბჭოს სხდომაზე უნდა ვეცადოთ, რომ ვალდებულებების შესრულების კუთხით უკეთესი შედეგები ვაჩვენოთ“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო
25 Jul 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 Jul 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 Jul 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 Jul 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 Jul 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R