საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირაკლი ბერაია: „ყველა უკანონობაზე, რაც ოკუპირებულ რეგიონებში ხდება, პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას, რუსეთის ფედერაციას ეკისრება“

მედია და საზოგადოება 11 დეკემბერი 2023
ირაკლი ბერაია: „ყველა უკანონობაზე, რაც ოკუპირებულ რეგიონებში ხდება, პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას, რუსეთის ფედერაციას ეკისრება“

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, კომიტეტის სხდომაზე, ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქის მკვლელობას გამოეხმაურა და მომხდარი შემაშფოთებელ და უმძიმეს ფაქტად შეაფასა.

„ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა რუსული ოკუპაციაა. ამ პრობლემების სხვადასხვა გამოვლინებას, რაც ოკუპაციას უკავშირდება, სამწუხაროდ, ყოველდღიურად საკუთარ თავზე სიცოცხლის ხელყოფის ფაქტების სახით ცდის ჩვენი მოსახლეობა. ნებისმიერი პირი, რომელიც არის ბრალდებული და შემჩნეული საქართველოს მოქალაქის უფლებების დარღვევაში, მკვლელობაში, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში და სხვა უკანონო აქტივობაში, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხორციელდება, არ დარჩება დაუსჯელი რა დროც არ უნდა გავიდეს და სადაც არ უნდა წავიდეს, სამართალი ყველგან მიაკითხავს.

ყველა უკანონობაზე, რაც ოკუპირებულ რეგიონებში ხდება, ყველაფერზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას, რუსეთის ფედერაციას ეკისრება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ოკუპანტ სახელმწიფოზე გაიზარდოს ზეწოლა და ეს ზეწოლა უნდა იყოს მტკივნეული და უნივერსალური, რათა ოკუპანტმა სახელმწიფომ შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებებით და საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებები. რუსული ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება და რუსეთი დიდ ფასს გადაიხდის საქართველოს და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

მისივე თქმით, საპარლამენტო დიპლომატიის ფარგლებში, ორმხრივ და სხვადასხვა პლატფორმებზე, საქართველოს პარტნიორებთან შეხვედრებზე, ქართული დელეგაციის სასაუბრო თემები, საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და ამ რეგიონების დეოკუპაციაა.

„მთავარი მოთხოვნა, რომელსაც ჩვენ გამოვთქვამთ ჩვენს პარტნიორებთან, რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლის გაზრდასთან ერთად არის ასევე შესაბამისი ტერმინოლოგიური სიზუსტეები - ოკუპაცია არის ოკუპაცია და სხვა არაფერი და აუცილებელია ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმაც სრულფასოვნად გააცნობიერონ და შესაბამის დოკუმენტებში ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 ივნისი 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R