საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირაკლი მეზურნიშვილი უნგრეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერს შეხვდა

მეგობრობის ჯგუფები 26 იანვარი 2026
ირაკლი მეზურნიშვილი უნგრეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერს შეხვდა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და უნგრეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ირაკლი მეზურნიშვილი უნგრეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერს, იშტვან იაკაბს შეხვდა.


მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო ურთიერთობებზე ისაუბრეს.


ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის ტურიზმის კიდევ უფრო განვითარების შესაძლებლობებზე.


შეხვედრისას ისაუბრეს უნგრეთში აპრილში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე, სადაც საქართველოს დელეგაცია სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მიიღებს მონაწილეობას.


საუბარი ასევე შეეხო ევროპულ სტრუქტურებში უნგრეთის მხრიდან საქართველოს მუდმივ მხარდაჭერას.


ირაკლი მეზურნიშვილმა ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერს მადლობა გადაუხადა უნგრეთის მიერ ბუდაპეშტის უნივერსიტეტებში 80-მდე ახალგაზრდის სწავლის დაფინანსების გამო.


„ვისაუბრეთ ყველა იმ სფეროზე, რაც ჩვენ გვაკავშირებს. ძალიან სასიხარულოა, რომ ტურიზმი აქტიურად ვითარდება. მნიშვნელოვანია, რომ უნგრეთი აფინანსებს და ჩვენი ახალგაზრდებისთვის 80-მდე გრანტს გასცემს, რითაც მათ შესაძლებლობას აძლევს, განათლება ბუდაპეშტის უნივერსიტეტებში მიიღონ.  უნგრეთი  ყოველთვის უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში. იქ, სადაც სამწუხაროდ დღეს სათანადოდ არ არის წარმოდგენილი ჩვენი ხმა, უნგრეთი ყოველთვის ახერხებს და იცავს საქართველოს ინტერესებს. დარწმუნებული ვარ, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა და მეგობრობა გაგრძელდება“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი მეზურნიშვილმა.
​

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ უნგრეთის ეროვნული ასამბლეის საპარლამენტთაშორისო ოფისის ხელმძღვანელი ლაიოშ კოჰარი და უნგრეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პეტრა პონევაჩ-პანა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტმა საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შორის საკრედიტო რესურსის ჩარჩო შეთანხმებაში ცვლილებას მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

პარლამენტმა საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შორის საკრედიტო რესურსის ჩარჩო შეთანხმებაში ცვლილებას მხარი დაუჭირა

მსგავსი

პარლამენტმა „საქართველოს ტყის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები დაამტკიცა
24 ივნისი 2026

პარლამენტმა „საქართველოს ტყის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები დაამტკიცა

პარლამენტმა „საჰაერო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
24 ივნისი 2026

პარლამენტმა „საჰაერო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

პარლამენტმა „ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „დიზაინის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო
24 ივნისი 2026

პარლამენტმა „დიზაინის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R