საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირინა ფრუიძე: „2019 წლის ბოლომდე უზრუნველვყოფთ საპარლამენტო ღიაობის სამოქმედო გეგმის განხორციელებას“

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო 01 ოქტომბერი 2018
ირინა ფრუიძე: „2019 წლის ბოლომდე უზრუნველვყოფთ საპარლამენტო ღიაობის სამოქმედო გეგმის განხორციელებას“

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის მესამე სამოქმედო გეგმის განხორციელების ანგარიში მოისმინეს და 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის ვალდებულებები და აქტივობები მიმოიხილეს. როგორც საბჭოს წევრმა დეპუტატებმა, ასევე საკონსულტაციო ჯგუფის წარმომადგენლებმა ცალკეულ ვალდებულებებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს. სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე და აპარატის უფროსის მოადგილე შოთა გოშაძე. 

მიმდინარე წლის ზაფხულში პარლამენტმა ღია მმართველობის მესამე სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. საბჭოს თავმჯდომარის, ირინა ფრუიძის შეფასებით, ეს საკმაოდ ამბიციური გეგმაა, რომელიც ძალიან ბევრ ვალდებულებას მოიცავს იმისათვის, რომ პარლამენტი კიდევ უფრო ღია გახდეს და საზოგადოება კიდევ უფრო მეტად იყოს ჩართული საპარლამენტო საქმიანობაში.

„ჩვენ ჩამოვაყალიბებთ რამდენიმე სამუშაო ჯგუფს, რომელიც ვალდებულებების შესრულებაზე იმუშავებს“, - აღნიშნა ირინა ფრუიძემ.

საბჭოს წევრის, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განცხადებით, საპარლამენტო ღიაობის გეგმა ეროვნული ღიაობის სამოქმედო გეგმის შემადგენელი ნაწილი გახდა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ამ გეგმის შესრულების დროსაც ჩვენ ისეთივე წარმატებულები ვიქნებით, როგორც წინა სამოქმედო გეგმების შესრულებისას ვიყავით. ჩვენ ამ სტანდარტებით, საერთაშორისო ფორუმებზე ღია პარლამენტის სამოქმედო ნაწილში ერთ-ერთ მოწინავე სახელმწიფოდ მოგვიხსენიებენ მსოფლიოს მასშტაბით, ყველა იმ სახელმწიფოთა შორის, რომელიც ამ პროცესშია ჩართული“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.

მისივე ინფორმაციით, სამოქმედო გეგმით აღებული რამდენიმე ვალდებულება უკვე გათვალისწინებულია საქართველოს პარლამენტის ახალ რეგლამენტში, რომელიც პარლამენტმა ცოტა ხნის წინ ერთი მოსმენით მიიღო.

„ეს ეხება პარლამენტის ღიაობის ნაწილს, ეს ეხება მოქალაქეთა ჩართულობას საკანონმდებლო საქმიანობაში, საბიუჯეტო პროცესს და, ასევე, ეთიკის კოდექსს. კერძოდ, პარლამენტის რეგლამენტში უკვე ასახულია ეთიკის საბჭოს შექმნის საკითხი, გარდა ამისა ,პარლამენტი მომდევნო სესიებზე იმსჯელებს ასევე ეთიკის კოდექსისი მიღებაზე“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილის თავმჯდომარეობით, ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ, საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების დახვეწაზე იმსჯელა
11 სექტემბერი 2023

შალვა პაპუაშვილის თავმჯდომარეობით, ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ, საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების დახვეწაზე იმსჯელა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი - მას შემდეგ, რაც ბიურო ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმას დაამტკიცებს, აღებული ვალდებულებების შესრულებაზე გადავალთ
07 ივლისი 2023

შალვა პაპუაშვილი - მას შემდეგ, რაც ბიურო ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმას დაამტკიცებს, აღებული ვალდებულებების შესრულებაზე გადავალთ

შალვა პაპუაშვილის თავმჯდომარეობით, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომა გაიმართა
03 ივლისი 2023

შალვა პაპუაშვილის თავმჯდომარეობით, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომა გაიმართა

ღია მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს
25 მაისი 2023

ღია მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს

ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
25 მაისი 2023

ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R