საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირინე ფრუიძე: პარლამენტი მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისა და მონიტორინგისათვის სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრაზე მუშაობს

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო 22 ოქტომბერი 2018
ირინე ფრუიძე: პარლამენტი მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისა და მონიტორინგისათვის სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრაზე მუშაობს

საქართველოს პარლამენტმა მუშაობა დაიწყო მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისათვის სამოქმედო გეგმასა და ხანგრძლივვადიან სტრატეგიაზე. 

ამასთან დაკავშირებით, დღეს გაიმართა პირველი სამუშაო შეხვედრა პარლამენტის წევრების, პარლამენტის აპარატისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით. შესაბამისად, შეხვედრის ძირითადი თემა იყო - „საქართველოს პარლამენტის ინიციატივა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისა და მონიტორინგისათვის: სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა“. 

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ ირინე ფრუიძემ მიმართა და განსაკუთრებული ყურადღება იმ ფაქტზე გაამახვილა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს აღნიშნულ პროცესში პარლამენტარების ჩართულობას არა მხოლოდ როგორც კანონშემოქმედი ორგანოს წარმომადგენლებისას, არამედ როგორც ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლებისა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მდგრადი განვითარების მიზნების წარმატებული მიღებისა და იმპლემენტაციისათვის. 

ირინე ფრუიძის განცხადებით, მაისში ჩატარდა პარლამენტის თვითშეფასება პარლამენტის როლთან დაკავშირებით მდგრადი განვითარების მიზნებისა და განხორციელების თაობაზე. შემუშავდა კიდეც გეგმის მონახაზი, რომელიც პარლამენტმა უნდა განახორციელოს იმისათვის, რომ გაიზარდოს პარლამენტის ჩართულობა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში.
 
„ამ პროცესის კოორდინირება დაევალა ღია მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს. შესაბამისად, საბჭოს გეგმაში ერთ-ერთ ვალდებულებად შევიდა მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციაში ჩართულობის სამოქმედო გეგმის შემუშავება და ამ სამოქმედო გეგმის ნაწილობრივ განხორციელება, რაც მოესწრება 2019 წლის ბოლომდე. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს არ უნდა იყოს მხოლოდ სამოქმედო გეგმა. ეს უნდა იყოს უფრო ხანგრძლივვადიანი სტრატეგია, როგორიც არის თვითონ მდგრადი განვითარების მიზნები 2030 წლამდე და შესაბამისი ორწლიანი სამოქმედო გეგმა“, - განაცხადა ირინე ფრუიძემ.

სამოქმედო გეგმის შესრულებას კოორდინაციას ასევე აღნიშნული საბჭო გაუწევს.

ირინა ფრუიძის განცხადებით, გეგმის ძირითადი მიზანი იქნება ის, რომ რათქმა უნდა ქვეყანამ უფრო წარმატებით შეასრულოს მდგრადი განვითარების მიზნები და ამ პროცესში პარლამენტი იყოს აქტიურად ჩართული თავისი როგორც საკანონმდებლო, ასევე საზედამხედველო და წარმომადგენლობითი ფუნქციით და ასევე გააძლიეროს კომუნიკაცია ამ მიმართულებით.

დღევანდელი შეხვედრის მონაწილეებმა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) კონსულტანტ ნატო ალხაზიშვილისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ, ასევე თემაზე - „გრძელვადიანი სტრატეგია: ხედვის, მისიის, ძირითადი მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა“.

მათ ასევე იმუშავეს სტრატეგიის მონახაზზე - გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებასა და მონიტორინგთან დაკავშირებით ჩამოაყალიბეს პარლამენტის ხედვა და მისია. 
შეხვედრის შედეგები ირინე ფრუიძემ შეაჯამა და სამომავლო ნაბიჯებზეც ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, დღევანდელი შეხვედრა ერთ-ერთი მოსამზადებელი შეხვედრაა, კიდევ გაიმართება ერთი ან ორი მსგავსი შეხვედრა, სადაც პარლამენტის წევრები პარლამენტის აპარატთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ამ გეგმაზე იმუშავებენ. აღნიშნულ გეგმაზე მუშაობა წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. შემდეგ იგი განსახილველად და დასამტკიცებლად პარლამენტის ბიუროს წარედგინება და უკვე მომავალი წლის დასაწყისიდან პარლამენტი მუშაობას გეგმის განხორციელებაზე დაიწყებს.

ღონისძიება მხარდაჭერილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მიერ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილის თავმჯდომარეობით, ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ, საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების დახვეწაზე იმსჯელა
11 სექტემბერი 2023

შალვა პაპუაშვილის თავმჯდომარეობით, ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ, საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების დახვეწაზე იმსჯელა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი - მას შემდეგ, რაც ბიურო ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმას დაამტკიცებს, აღებული ვალდებულებების შესრულებაზე გადავალთ
07 ივლისი 2023

შალვა პაპუაშვილი - მას შემდეგ, რაც ბიურო ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმას დაამტკიცებს, აღებული ვალდებულებების შესრულებაზე გადავალთ

შალვა პაპუაშვილის თავმჯდომარეობით, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომა გაიმართა
03 ივლისი 2023

შალვა პაპუაშვილის თავმჯდომარეობით, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომა გაიმართა

ღია მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს
25 მაისი 2023

ღია მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს

ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
25 მაისი 2023

ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R