საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მაია ბითაძემ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

მედია და საზოგადოება 20 მარტი 2024
მაია ბითაძემ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
ბრიუსელში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტის სხდომა გაიმართა.
 
სხდომას საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე და ევროპარლამენტის წევრი ანა ფოტიგა თავმჯდომარეობდნენ.
 
კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკული უსაფრთხოება: აღმოსავლეთ ევროპის კანდიდატი და პარტნიორი ქვეყნების კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის ენერგეტიკის კანონმდებლობასთან და პოლიტიკასთან.
 
მაია ბითაძემ ყურადღება გაამახვილა რეგიონში კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, რომელიც უზრუნველყოფს როგორც კავკასიის, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ისაუბრა საქართველო-რუმინეთის შავი ზღვის წყალქვეშა საკაბელო პროექტის ეფექტიანი განხორციელების მნიშვნელობაზე, რომელიც გააძლიერებს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ევროპასა და კავკასიის რეგიონში.
 
„რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინაში და 2005-2013 წლებში საქართველოსათვის გამოცხადებულმა ენერგეტიკულმა ემბარგომ კიდევ ერთხელ დაადასტურა გადაუდებელი აუცილებლობა რუსეთის ენერგორესურსებისგან ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის შესახებ. საქართველო, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და Energy Community-ის წევრი ქვეყანა მუშაობს ევროპული ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების კანონმდებლობაზე და ცდილობს მდგრად განვითარებას ევროკავშირის პოლიტიკის შესაბამისად. ამ პროცესში ჩვენ განვიხილავთ მწვანე, სამართლიან გადასვლას, როგორც ძირითად მექანიზმს ენერგეტიკული უსაფრთხოების მიზნების მისაღწევად. ამ პერიოდის განმავლობაში, საქართველომ გარემოსდაცვითი მიმართულებით 11 სრულიად ახალი კანონი მიიღო და 200-ზე მეტი ცვლილება შეიტანა არსებულ საკანონმდებლო აქტებში. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს სრულიად ახალი კანონი წყლის რესურსების მართვის შესახებ, ასევე, სამრეწველო ემისიების შესახებ კანონი, ტყის კოდექსი და ა.შ. ჩვენ ასევე შევიმუშავეთ ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული გეგმა (NECP), რომელიც შემდგომში წარმართავს ქვეყნის განვითარებას მდგრადი ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური განვითარების მიზნების მისაღწევად. ასევე, აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტი 2024 წელს გეგმავს მიიღოს კლიმატის ცვლილების შესახებ საქართველოს კანონი", - განაცხადა მაია ბითაძემ.
 
სხდომის ბოლოს, საქართველოს დელეგაციის აქტიური ჩართულობითა და მხარდაჭერით, დელეგაციების მიერ არჩეულ იქნა კომიტეტის განსახილველი და სამუშაო შემდეგი საკითხი - „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მდგრადი მომავალი ენერგეტიკული სისტემების ცვალებადი პარადიგმის გათვალისწინებით".
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესში“ ცვლილებები შევიდა, რომელიც ევროპარლამენტში მედიის წარმომადგენლებისთვის დადგენილი წესების მაგალითზე შემუშავდა
08 ივნისი 2026

მსგავსი

შალვა პაპუაშვილმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით წარადგინა
08 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით წარადგინა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა რატიფიცირებისთვის წარდგენილ სასესხო შეთანხმებაში ცვლილებას მხარი დაუჭირა
08 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა რატიფიცირებისთვის წარდგენილ სასესხო შეთანხმებაში ცვლილებას მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2027 წლის საბიუჯეტო განაცხადის პროექტს, ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და მუშაკთა ზღვრული ოდენობის შესახებ, მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის ბიურომ 9-12 ივნისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა
08 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის ბიურომ 9-12 ივნისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R