საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მაკა ბოჭორიშვილმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაში მიიღო მონაწილეობა

მედია და საზოგადოება 23 თებერვალი 2022
მაკა ბოჭორიშვილმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაში მიიღო მონაწილეობა

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარეების, მაკა ბოჭორიშვილის და ანდრიუს კუბილიუსის ხელმძღვანელობით, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს მორიგი სხდომა ერევანში გაიმართა, რომელშიც ევროპარლამენტის წევრები და აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.

 

სხდომაზე განიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებული ვითარება, იმსჯელეს რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკრაინის გარშემო არსებულ ვითარებას.

 

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიურომ უკრაინის მხარდამჭერი სპეციალური განცხადება მიიღო, რომლითაც დაგმეს ოკუპირებული დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების დამოუკიდებლობის აღიარება და მხარი დაუჭირეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

 

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიურო აცხადებს, რომ რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ნაწილის ანექსია და უკანონო ოკუპაცია, ისევე როგორც მოლდოვას რესპუბლიკის დნესტრისპირეთის რეგიონში მოუგვარებელი კონფლიქტი, რეგიონსა და მთლიანად ევროპას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

 

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიურო მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, შეინარჩუნონ ევროპული მისწრაფებების მქონე პარტნიორებისთვის ევროკავშირში გაწევრიანების ისეთივე სანდო გრძელვადიანი პერსპექტივა, როგორიც აქვს ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოს ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად.

 

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს შეხვედრის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე, ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის გეგმებსა და ამ პროცესში ევროპარლამენტის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

გამოსვლისას მან ხაზი გაუსვა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს.

 

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეათე ყოველწლიური პლენარული სესია, მაკა ბოჭორიშვილის და ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის თანათავმჯდომარეობით, მიმდინარე წლის გაზაფხულზე გაიმართება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო
25 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R